კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, უფრო სუსტს გაგვხდის - კომპრომისი პუტინთან? არა.

ნახვები: 527 ვოლოდიმირ ზელენსკი - ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, უფრო სუსტს გაგვხდის - კომპრომისი პუტინთან? არა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში თავისი ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის დათმობას გამორიცხავს.

ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია და რუსეთის თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით ხდება. ამ კონტექსტში, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აუცილებლობას.

„რა თქმა უნდა, თანამედროვე იარაღი აჩქარებს მშვიდობას. იარაღი არის ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთი ესმის", - განუცხადა ზელენსკიმ BBC-ს.

მისი თქმით, უკრაინა თავისი გადარჩენისთვის იბრძვის და ევროპისკენ მიისწრაფვის როგორც ეკონომიკურად, ასევე ღირებულებებით.

"ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები. ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, უფრო სუსტს გაგვხდის“, - აღნიშნა ზელენსკიმ,

მისი თქმით, საუბარი არ არის ზოგადად კომპრომისის მიმართ შიშზე, საუბარია, ვისთან მიდიხარ კომპრომისზე.

„საქმე თავად კომპრომისში არაა. რატომ გვეშინოდეს ამის? ჩვენ ყოველდღიურად მილიონობით კომპრომისი გვაქვს ცხოვრებაში. საკითხავია ვისთან? პუტინთან? არა. იმიტომ რომ ნდობა არ არსებობს. დიალოგი მასთან? არა იმიტომ, რომ ნდობა არ არსებობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა