ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნანა ძაგნიძემ მიუნხენში გამართულ ქალთა გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ნახვები: 531 ნანა ძაგნიძემ მიუნხენში გამართულ ქალთა გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ მიუნხენში გამართულ ქალთა გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპზე 6,5 ქულა მოაგროვა.

11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ქართველი საერთაშორისო დიდოსტატის ანგარიშზე სამი გამარჯვება, ერთი ყაიმი და ერთიც წაგებული შეხვედრაა.

შეჯიბრების გამარჯვებული ფიდე-ს სახელით მოთამაშე ალექსანდრა კოსტენიუკია, რომელმაც 7,5 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე 7 ქულით ინდოელი ჰამპი კონერუ გავიდა.

1. ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე) – 7,5 ქულა.

2. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 7 ქულა.

3. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 6,5 ქულა.

4. ჰარიკა დრონავალი(ინდოეთი) – 6 ქულა.

5. ჟუ ჯინერი (ჩინეთი) – 5,5 ქულა.

6. ჟანსაი აბდუმალიკი(ყაზახეთი) – 5,5 ქულა.

7. ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 5,5 ქულა.

8. ტან ჟონგი (ჩინეთი) – 5,5 ქულა.

9. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) –5 ქულა.

10. ალინა კაშინსკაია (პოლონეთი) – 4,5 ქულა.

11. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 4 ქულა.

12. დინარა ვაგნერი (გერმანია) – 3,5 ქულა.

ქალთა გრან-პრის გათამაშებაში სულ 17 მოჭადრაკე მონაწილეობს.

ფიდეს ქალთა გრან პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება, თითოეული მონაწილისთვის კი  სამ ტურნირში თამაშია სავალდებულო.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა