Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence
Zelensky says possible US siding with Russia would be `historic mistake`
Ukraine’s FP-1 drones hit oil and digital infrastructure in St. Petersburg
Zelensky announces meetings in Europe to strengthen Ukraine’s air defense
თორნიკე შარაშენიძე: რესურსების ათვისება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ და ვიქნებით უფრო მდიდრები

გიული ალასანია - ახალი წელი იყო და ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა საცივი, ძალიან ცოტა შეჭამა, მაგრამ მეორე-მესამე დღეს ღებინება ჰქონდა

ნახვები: 538 გიული ალასანია - ახალი წელი იყო და ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა საცივი, ძალიან ცოტა შეჭამა, მაგრამ მეორე-მესამე დღეს ღებინება ჰქონდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია „ვივამედის“ დირექტორს, ნინო ნადირაძის მიერ სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

 

გიული ალასანიას თქმით, მართლაც იყო შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საცივი მიიღო, თუმცა შემდეგ ღებინება ჰქონდა, რადგან საკვების მიღება არ შეუძლია.

 

მისი თქმით, სააკაშვილი მოწამლულია და სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ „ვერ ჭამს“.

 

„რაც მოვისმინე და რასაც ყური მოვკარი, ისევ კვებაზეა ლაპარაკი, რომ ისე არ მოგვაქვს, ისე არ ვაკეთებთ, რომ საცივს მიირთმევს. ნამდვილად იყო ასეთი შემთხვევა, ახალი წელი იყო და მისთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა საცივი, მაგრამ ძალიან ცოტა შეჭამა. დანარჩენი იქ ადამიანებს დაუნაწილა. მეორე და მესამე დღეს სულ გული ერეოდა. გულისრევა, ღებინება ჰქონდა, რადგან ნამდვილად არ შეუძლია. საერთოდ ადამიანს ჭამა უყვარდა, მაგრამ ახლა, რომ ვერ ჭამს, ამას მიზეზი აქვს. როცა მოწამლული ხარ ადამიანი, როგორ უნდა შეჭამო. უკვე მერამდენე თვეა არის მოწამლული, ამიტომ ვერ ჭამს, ეს არის მიზეზი, სხვა არაფერი. რას ნიშნავს თავის თავის დაზიანება, როგორ უნდა დაიზიანო.

 

ნივრიანი ერთადერთი შემთხვევა იყო. უცებ მოინდომა, პურზე ძალიან თხლად გადავუსვი კარაქთან ერთად ცოტა ნიორი. ამას დააბრალეს გულის წასვლა. გულის წასვლა მას ხშირად ემართბა და ნიორი რა შუაშია.

 

ინფორმაციისთვის, კლინიკა "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო სხდომაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელიდან გათავისუფლების საკითხზე მოწმის სახით იკითხებოდა განაცხადა, რომ "ის, რომ სააკაშვილს რაღაცის ჭამა არ შეუძლია, ასე არ არის - ახალ წელს სოფო ნიჟარაძის დედის გაკეთებული საცივი ჭამა, „ოლივიეც“, ხაჭაპურიც უჭამია, გარდა ამისა, მამაოს შეჰქონდა ხანდახან ღვინო".

 

ამასთან ნადირაძის თქმით, "საკვები, რაც სააკაშვილთან მოაქვთ, მაგალითად, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილაფლავი, არაფერში წერია".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა