Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence
Zelensky says possible US siding with Russia would be `historic mistake`
Ukraine’s FP-1 drones hit oil and digital infrastructure in St. Petersburg
Zelensky announces meetings in Europe to strengthen Ukraine’s air defense
თორნიკე შარაშენიძე: რესურსების ათვისება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ და ვიქნებით უფრო მდიდრები

თეა ზაქარაძე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება

ნახვები: 538 თეა ზაქარაძე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება

აეროპორტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჯერებული იყოს ყველა ხედვა, ყველა აზრი და ყველა ის მოთხოვნა, რაც დღეს აქვს სახელმწიფოს აეროპორტებთან მიმართებაში, იყოს შესრულებული, აეროპორტი იყოს უფრო მეტად განვითარებული, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთი წამყვანი საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie (ADPI) ოქტომბრიდან მუშაობს და პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება.

„ამ ეტაპზე ჩვენ გავდივართ საქართველოს მთავრობასთან ყველა იმ დეტალს, რაც აეროპორტს რეალურად სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტის განვითარებისთვის, რომ შეჯერებული იყოს ყველა ხედვა, ყველა აზრი და ყველა ის მოთხოვნა, რაც დღეს აქვს სახელმწიფოს აეროპორტებთან მიმართებაში, იყოს შესრულებული, აეროპორტი იყოს უფრო მეტად განვითარებული. 18 წელია, „ტავ ჯორჯია“ მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი წარმატება გვქონდა, მაგრამ უკეთესი იქნება განახლებული აეროპორტები საქართველოში და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. განახლებაში მოიაზრება ყველა მიმართულება. განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას. ხედავთ, ტერმინალი უკვე მოძველებულია, თითქმის 18 წლის შენობაა, პატარაა, სივრცე საკმარისი აღარ არის, ამიტომ იგეგმება ახალი ტერმინალის მშენებლობა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კატეგორიის შეცვლა, სამუშაოები აეროდრომზე, საჰაერო ხომალდების სადგომების დამატება. ძალიან მასშტაბური სამუშაოები იგეგმება, რისთვისაც დიდი ინვესტიცია განხორციელდება“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა