გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

დავით კირკიტაძე - ლევან ხაბეიშვილს ვეთანხმები, რომ ყველა ნაბიჯი უნდა უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილს

ნახვები: 514 დავით კირკიტაძე - ლევან ხაბეიშვილს ვეთანხმები, რომ ყველა ნაბიჯი უნდა უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილს

ლევან ხაბეიშვილს ვეთანხმები, რომ ახლა ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას იმ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლის უფლება და თავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ მანდატების შესაძლო დატოვების შესახებ ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

კირკიტაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება პასუხი იყო კობა ნაყოფიას პოზიციაზე.

 

რაც შეეხება ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას, კირკიტაძე აცხადებს, რომ დეკანოიძის პოზიცია მისთვის გასაგებია.

 

„ლევან ხაბეიშვილის ეს პასუხი შეკითხვაზე გამოიწვია მანამდე კობა ნაყოფიას ნათქვამმა წინადადებამ და ინიციატივამ, ეს იყო პასუხი. მესმის ხატიას პოზიცია და მიმაჩნია, რომ კობა ნაყოფია სანამ წამოაყენებდა მსგავს ინიციატივას, ხატია უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში. ლევანს მოუწია ამაზე პასუხის გაცემა და ლევანს ვეთანხმები ერთ რამეში, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი ახლა, მოცემულ ეტაპზე, იმის გამო, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, უნდა უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას იმ გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლის უფლება და თავისუფლება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა