Trump: “My stance on Russia is very simple” as he explains recent actions
Russian missile attack on Kyiv kills one person and injures three others
Zelensky: Ready to run in election before war ends
France unrest: Macron blames far-left groups for violence
Zelensky says possible US siding with Russia would be `historic mistake`
Ukraine’s FP-1 drones hit oil and digital infrastructure in St. Petersburg
Zelensky announces meetings in Europe to strengthen Ukraine’s air defense
თორნიკე შარაშენიძე: რესურსების ათვისება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ და ვიქნებით უფრო მდიდრები

კორონავირუსზე მიხეილ სააკაშვილის ტესტის პასუხი უარყოფითია - პაციენტი ტკივილს არ უჩივის, თავის დარტყმა არ ყოფილა, ზურგით მოხდა კედელთან შეხება

ნახვები: 538 კორონავირუსზე მიხეილ სააკაშვილის ტესტის პასუხი უარყოფითია - პაციენტი ტკივილს არ უჩივის, თავის დარტყმა არ ყოფილა, ზურგით მოხდა კედელთან შეხება

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის „პისიარ“ ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესება აღენიშნება.

„გუშინ გავიმეორეთ „პისიარ“ ტესტი და უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ტესტის პასუხი უარყოფითია. გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესებაა“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ასევე, მან მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანება არ აღენიშნება, „არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა“.

„რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს და პერსონალურ ექთანს, მათ მიერ გონების კარგვა ნანახი არ იყო. პაციენტის გადმოცემით, წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას.

ექთნის მიერ პაციენტი ნანახი იყო საწოლში. მიხეილ სააკაშვილს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. როგორც ის ამბობს, არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა. ზურგით მოხდა კედელთან შეხება. რაც შეეხება პარენტერალურ კვებას, პაციენტი უარს აცხადებს ინფუზიურ თერაპიაზე. პაციენტი თავს იკავებს. აკონტროლებს კალორაჟს, მისი კალორაჟი არის სადღაც 400-500 კალორიის ფარგლებში“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა