კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-მა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარა

ნახვები: 528 აშშ-მა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარა

აშშ-მა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომლის ათასობით მებრძოლი უკრაინაში იბრძვის, ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეერთებულმა შტატებმა დამატებითი სანქციები დაუწესა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს და მებრძოლებს. სანქციები გულისხმობს დაჯგუფების ნებისმიერი აქტივის გაყინვას, რომელიც მათ შეერთებულ შტატებში აქვთ, ასევე ფიზიკური პირების მიერ „ვაგნერისთვის“ სახსრების, საქონლისა და მომსახურების მიწოდების აკრძალვას.

როგორც პენტაგონში განაცხადეს, „ვაგნერის“ წევრები როგორც უკრაინაში, ისე მსოფლიოს სხვა ნაწილებში არღვევენ ადამიანის უფლებებს და სჩადიან სისასტიკეს. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ამჟამად „ვაგნერის“ 50 000 მებრძოლი იმყოფება, რომელთაგან 40 000 მსჯავრდებულია.

ამასთან, როგორც აშშ-ში განაცხადეს, უკვე გადასცეს მტკიცებულება გაერო-ს, რომ „ვაგნერი“ შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს, მათ შორის არის რაკეტებიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა