ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

ჯონ კირბი - რუსეთის არმია საგრძნობლად დასუსტდა, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მე-5 მუხლის ვალდებულებების ფარგლებში

ნახვები: 465 ჯონ კირბი - რუსეთის არმია საგრძნობლად დასუსტდა, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მე-5 მუხლის ვალდებულებების ფარგლებში

რუსეთის არმია საგრძნობლად დასუსტდა ომის 11 თვის განმავლობაში, დაკარგა დიდი რაოდენობით პერსონალი და იარაღი, მაგრამ ის მაინც სახიფათოა, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ  ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის არმია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე 11 თვის წინ იყო”, - თქვა მან.

მან განმარტა, რომ რუსებმა დაკარგეს დიდი რაოდენობით სამხედრო პერსონალი და რესურსი, მათ შორის ათასობით რაკეტა და თვითმფრინავი, რომლებიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე გაუშვეს.

კირბის თქმით, აღნიშნულის მუხედავად, რუსეთი კვლავინდებურად საშიშია, „რადგან უკრაინელები ყოველდღიურად იხოცებიან“.

„ამიტომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ უკრაინამ შეძლიოს და გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და ქონდეს ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევის შესაძლებლობები“, - თქვა კირბიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს სამხედრო წარმომადგენლობას ევროპაში, რათა დაიცვას ევროპული უსაფრთხოების მოდელი, თუ რუსეთი გადაწყვეტს შეუტიოს ევროპას.

 

"შეერთებულმა შტატებმა ნათლად განუცხადა ნატოს მოკავშირეებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფლანგზე, რომ ვასრულებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მე-5 მუხლის ვალდებულებების ფარგლებში“, - დაასკვნა კირბიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა