კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ალეკო ელისაშვილი - კასიანოვი ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს

ნახვები: 560 ალეკო ელისაშვილი - კასიანოვი ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს

კასიანოვი ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს - ასეთი მავნებლობა საგანგებოდ უნდა მოიფიქრო, ასეთ რამეს რუსული სპეცსამსახურები იგონებენ, - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ კასიანოვს თავის თავზე აღებული აქვს მისია, ქართულ-უკრაინული ურთიერთობა კიდევ უფრო გააფუჭოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ელისაშვილის შეფასებით, "კასიანოვი საგანგებოდ იგონებს თემებს, თუ რით შეიძლება ცეცხლზე ნავთი კიდევ უფრო დაასხას უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე".

 

„კასიანოვი მავნებლობს და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს. "ბუკი"-ის გადაცემიდან დაწყებული, ახლა ევაკუაციით დამთავრებული. არაერთ უკრაინელთან, მათ შორის, უკრაინელ ბავშვებთან მე თვითონ მაქვს შეხება და ისინი დაცულები არიან მას შემდეგ, რაც ყირიმიდან წამოიყვანეს, აქ არიან ბედნიერები და თავს ევლება ყველა.

 

უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კაცი გამოცვალონ და ისეთი ელჩი დანიშნონ, ვინც ასეთ მავნებლობას არ გააკეთებს. არ ვიცი, რატომ აკეთებს, რა დავალება აქვს, მაგრამ რუსეთს რომ გაუხარდება, ასეთ რაღაცებს აკეთებს. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ასი ათასი რუსია, მაგრამ რომელიმე უკრაინელს რაიმე პრობლემა შეექმნა ამის გამო?! ერთი ღერი თმა მაინც ვინმეს ჩამოუვარდა?! მიუხედავად იმისა, რომ ფრენების აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რუსეთთან ნებისმიერი კავშირის, ასეთი განცხადება, ასეთი მავნებლობა საგანგებოდ უნდა მოიფიქრო, ასეთ რამეს რუსული სპეცსამსახურები იგონებენ და ამ კაცს რა სჭირს? სწორია, რომ საგარეოში დაიბარეს და გააკეთოს განმარტებები,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა