კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვითარება საგარეჯოში

ნახვები: 528 ვითარება საგარეჯოში

საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ადგილზე ამ დროისთვის დაშავებულებისა და დაღუპულების ახლობლები არიან შეკრებილი.

პარალელურად, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს. გამოკითხულთა შორის იქნება 49 წლის მამაკაცის შვილი, რომელმაც სროლის დროს სახლის დატოვება შეძლო.

გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ჟურნალისტებთან კომენტარში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნებიდან ისროდა. ასევე თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანასაც გაუხსნა ცეცხლი.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.


ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი ოთხი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა და საგარეჯოდან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა