No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

გიული ალასანია: მადლობელი ვარ ამ ექიმების, მართლა ყველაფერს აკეთებენ

ნახვები: 523 გიული ალასანია: მადლობელი ვარ ამ ექიმების, მართლა ყველაფერს აკეთებენ

ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ გასული წლის 17 დეკემბერს მიმართეს თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცათ უკრაინის ომბუდსმენისთვის, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

მისივე თქმით, ის უკრაინელების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას სულ გრძნობს.

„მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელებს, იმიტომ, რომ ჩემი შვილის მხარდაჭერა მუდმივად იგრძნობა, მე ამას ყველანაირად ვგრძნობ. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც მსგავსი შემთხვევები იყო, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს. უკრაინა ჩვენი მეგობარი იყო ყოველთვის, ყველა ეტაპზე და ჩვენ სათანადო მეგობრობას, როგორც ჩანს ვერ ვუწევთ“, - აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის 20 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, სადაც სავარაუდოდ კლინიკა „ვივამედის“ ექიმები გამოიკითხებიან, ალასანია ამბობს, რომ მას ამ ექიმების ობიექტურობის იმედი აქვს.

„იმედი მაქვს ექიმები გამოკითხვის დროს ობიექტურები იქნებიან. მადლობელი ვარ ამ ექიმების, მართლა ყველაფერს აკეთებენ, ვისთანაც მე მაქვს შეხება, რა თქმა უნდა, დანარჩენი არ ვიცი, ყველას არ ვიცნობ. მთავარი ექიმისგან გავიგე, რამდენჯერაც აქ იდგა და განცხადებას აკეთებდა, ყველაფერს ვაკეთებთ მაგრამ მდგომარეობა არ უმჯობესდებაო“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა