ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

კახა კალაძე - კორუფციულ ფაქტებს ექნება მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს გავუტარებთ

ნახვები: 465 კახა კალაძე - კორუფციულ ფაქტებს ექნება მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს გავუტარებთ

ყოველი წლის დასაწყისში ვსაუბრობ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და წელსაც მინდა, ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდე. მინდა, გავაფრთხილო ყველა, დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსებით, გამგებლებით, სიპეპით, აიპებით, შპს-ებით, მათი ხელმძღვანელებით, რომ ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, თუ რომელიმე ჩვენს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, სჭირდება დახმარება, მზად ვარ, პირადად მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტების მიმართ.

კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენსავე სამსახურებში გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს თანამშრომლებთან და ყველამ კარგად გაითავისოს ეს დამოკიდებულება. ვინმეს თუ რაიმე სჭირდება, მხარდაჭერა, თანადგომა, მზად ვართ, ყველანაირად ხელი შევუწყოთ, მაგრამ კორუფციულ ფაქტებს ექნება მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს გავუტარებთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა