გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

თეა წულუკიანი - კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისკენ და მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა ექთნების, ექიმებისა და სხვების მიმართ

ნახვები: 514 თეა წულუკიანი - კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისკენ და მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა ექთნების, ექიმებისა და სხვების მიმართ

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გასაკვირია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული პენიტეციური სამსახური ზედმიწევნით ზრუნავს.

როგორც წულუკიანი ამბობს, სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა მეტად წარმატებული რომ იყოს, პატიმრის მხრიდან პენინტენციურ სამსახურთან უკეთესი თანამშრომლობაა სასურველი.

„ევროკავშირის ელჩის შეშფოთებას რაც შეეხება, რბილად რომ ვთქვა, გასაკვირია, ვინაიდან ამ შეშფოთებას არანაირი საფუძველი არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული პენიტეციური სამსახური, რომელიც ზედმიწევნით ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, აწ უკვე კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სოცოცხლის შენარჩუნებაზე.

იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა კიდევ უფრო წარმატებული იყოს, სასურველია თავად პატიმრის მხრიდან პენიტენციურ სამსახურთან უკეთესი თანამშრომლობა. ამიტომაც ძალიან კარგი იქნება, თუ ჰერჩინსკი სახელმწიფოს მიმართ უსაფუძვლო მოწოდებებს მიმართავს სააკაშვილისაკენ და მოუწოდებს, შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა, რომლითაც ის გამოირჩევა ექთნების, ექიმებისა და სხვა წარმომადგენლების წინაშე. საკუთარი ჯანმრთელობის, პრობლემების უკეთესად მართვის მიზნით, ითანამშრომლოს სწორედ პენიტენციურ სამსახურთან და იმ სამოქალაქო სამედიცინო სექტორთან, რომელშიც იმყოფება კომფორტულ პირობებში, ასე ვთქვათ, ორპალატიან ლუქსში და გამორჩეულ პირობებში.

ასევე, ბატონმა ჰერჩინსკიმ მოგვიწოდა, უკეთესად ვიზრუნოთ პატიმრებზე, ყველა პატიმარზე თანაბრად ვიზრუნოთ. მინდა, ვუთხრა, რომ მისი მოწოდება ჩვენ უკვე გავითვალისწინეთ და შევასრულეთ. მაგალითისთვის, 2010 წელს საქართველოს საპატიმროებში უყურადღებობითა და, რეალურად, მზრუნველობის არარსებობით გარდაიცვალა 144 პატიმარი, შარშან გარდაიცვალა 21 პატიმარი. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჰერჩინსკის მოწოდება უკვე შესრულებული გვაქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ევროკავშირის ელჩი - შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა