ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - რუსებმა ქალაქ დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი

ნახვები: 531 უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - რუსებმა ქალაქ დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი

რუსებმა ქალაქ დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

„საშინელი ამბები დნიპროდან. მრავალსართულიან სახლს დაარტყეს”, - წერს ტიმოშენკო „ტელეგრამის“ პირად გვერდზე.

მოგვიანებით მან დაამატა: „უბრალოდ არაადამიანები, არ არის როგორც მინიმუმ ერთი შესასვლელი, ნანგრევების ქვეშ ხალხია, რომლებიც სადღესასწაულო დღეს სახლში იყვნენ. საგანგებო სიტუაციებისა და ქალაქის ყველა სამსახური ადგილზეა“.

ცნობისთვის, 14 იანვარს დილით კიევში რამდენიმე აფეთქება გაისმა. ამის შემდეგ კიევსა და ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. საჰაერო განგაში მთელი უკრაინის მასშტაბით გრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა