კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მაგნიტსკის სია“ არ შედგება

ნახვები: 527 იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მაგნიტსკის სია“ არ შედგება

გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მაგნიტსკის სია“ არ შედგება.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ „ამ რაღაცაში“ დროს კარგავს, მაგრამ მას წარმატებებს უსურვებს.

„არ მჯერა, რომ „მაგნიტსკის სია“ გამოვა. სია არ შედგება - ასეთი სია არ შეიქმნება, მით უფრო პოლიტიკოსების და მით უფრო „ნაცმოძრაობის“ მიერ. მათ მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუთმონ. NGO-ებს კი დიდი გულმოდგინება არ ეტყობათ.

„ქართულ ოცნებას“ აწყობს ასეთ არასერიოზულ თემებზე საუბარი - როცა ქვეყანა სავსეა სერიოზული თემებით, რაზეც საუბარს ყველა გაურბის, „ქართულ ოცნებას“ აწყობს ილაპარაკო მიხეილ სააკაშვილის კუჭის მოქმედებაზე ან „ნაცმოძრაობის“ მიერ „მაგნიტსკის სიის“ შედგენაზე - ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება და ამაში მას ჩვენი კოლეგები შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად ეხმარებიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა