გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ემანუელ მაკრონი - უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე

ნახვები: 514 ემანუელ მაკრონი - უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე

უკრაინას ახლა, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის დროს განაცხადა.

“ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას გავაგრძელოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება, რადგან ზამთარი დგება და უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ოდესმე”, - დასძინა მაკრონმა.

თავის მხრივ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება “ეგზისტენციალურია” ევროპისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის.

ცნობისთვის, თავის საახალწლო სიტყვით გამოსვლაში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარიზი უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე გააგრძელებს.

“მომავალი წლის განმავლობაში ჩვენ უცვლელად თქვენს მხარეს ვიქნებით. ჩვენ გამარჯვებამდე დაგეხმარებით და ერთად ავაშენებთ სამართლიან და მყარ მშვიდობას. გქონდეთ საფრანგეთის იმედი და გქონდეთ ევროპის იმედი”, - თქვა მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა