კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

შალვა პაპუაშვილი - პრემიერის ანგარიში კარგი მაგალითია საზოგადოების დასარწმუნებლად, რამდენად აცდენილია ოპოზიცია რეალურ გამოწვევებს

ნახვები: 558 შალვა პაპუაშვილი - პრემიერის ანგარიში კარგი მაგალითია საზოგადოების დასარწმუნებლად, რამდენად აცდენილია ოპოზიცია რეალურ გამოწვევებს

პრემიერის ანგარიში არის კარგი მაგალითი, რათა საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რამდენად აცდენილია ოპოზიცია რეალურ გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრის 2022 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საზოგადოება რამდენიმე საკითხის ტყვედ ამყოფოს და საზოგადოების ფიქრი ამ საკითხებს არ გასცდეს.

„საზოგადოებამ იხილა პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც 2022 წელს შეეხებოდა, ასევე ის გეგმები, რომლებიც 2023 წლისთვის არის დასახული. ვფიქრობ, ეს ანგარიში არის კარგი მაგალითი იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რამდენად აცდენილია ოპოზიცია რეალურ გამოწვევებს, მიღწევებს, საჭიროებებს, რომლებიც დღეს საზოგადოებას აქვს.

მიღწევები, რომლებიც ძალიან რთულ ვითარებაში ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკის, ევროინტეგრაციის თუ სხვა მიმართულებით, მათ შორის, რეგიონში ჩვენი ქვეყნის როლისა და ადგილის განმტკიცების, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო უზრუნველყოფის კუთხით, გვაჩვენებს, რომ ეს არის, რაც მნიშვნელოვანია ხალხისთვის და რაც ხალხს აინტერესებს. ამავე დროს, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საზოგადოება მუდმივად ამყოფოს ერთი-ორი საკითხის ტყვედ და ამ საკითხებს არ გასცდეს საზოგადოების ფიქრი თუ დისკუსია.

ისევე, როგორც შარშან, საქართველო, დიდი ალბათობით, ამ წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს, რაც არის გამორჩეული მიღწევა რეგიონში. რეგიონში ვგულისხმობ მთლიანად ევროპას. ჩვენი ქვეყანა ბიუჯეტის ზრდით, ასევე დეფიციტის შემცირებით დაასრულებს მიმდინარე წელს. ჩვენი ქვეყანა ამ წელს დაასრულებს მნიშვნელოვანი მიღწევებით სხვადასხვა რეიტინგში, მათ შორის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო არის ნომერ პირველი ქვეყანა მსოფლიოში. ეს არის არა მხოლოდ გარკვეული მინიშნება ბიუჯეტთან დაკავშირებით, არამედ ინდიკატორია, როგორ გამართულად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს არის ინდიკატორი, რამდენად არის კორუფცია გავრცელებული და ასე შემდეგ. როდესაც ქვეყანა ნომერ პირველია ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

რაც შეეხება 2023 წელს, ანგარიშში ნახსენები იყო ბევრი პროექტი. პრემიერმა დაფარა აბსოლუტურად ყველა მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, იქნება ეს განათლება, ინფრასტრუქტურა, სოციალური საკითხები თუ სხვა. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ანგარიში იყო, ერთი მხრივ, წლის მნიშვნელოვანი შეჯამება, ამავე დროს, გეგმები მომავლისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა