MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

გიორგი ვაშაძე - მივესალმები სააკაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე ამხელა გამოხმაურებას, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი შეიკრიბება მსოფლიოს დედაქალაქებში

ნახვები: 555 გიორგი ვაშაძე - მივესალმები სააკაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე ამხელა გამოხმაურებას, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი შეიკრიბება მსოფლიოს დედაქალაქებში

ზურაბიშვილში რომ ვხედავდე განსაკუთრებულ ნებას, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და დასრულდეს ეს უბედური პროცესი, მაშინ ვიტყოდი, რომ რაღაც შანტაჟს აქვს ადგილი, მაგრამ რანაირად უნდა ხდებოდეს შანტაჟი, როცა ვერ ვხედავ ვერანაირ ქმედით ნაბიჯს მისი მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, – „როგორ შეაფასებდა იმას, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები შანტაჟს უწოდებენ განცხადებებს სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე?“

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკვე სახე დაკარგეს.

„მე რომ ვხედავდე ზურაბიშვილში განსაკუთრებულ ნებას, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და დასრულდეს ეს უბედური პროცესი, მაშინ ვიტყოდი, რომ რაღაც შანტაჟს აქვს ადგილი, მაგრამ შანტაჟი რანაირად უნდა ხდებოდეს, როცა მე ვერ ვხედავ ვერანაირ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. რაც მალე დავამთავრებთ ამ ილუზიებს, უკეთესი იქნება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს, ამ ადამიანებმა უკვე სახე დაკარგეს, ადამიანობა საერთოდ დაკარგეს. ფულის კეთებამ ბოლომდე გახრწნა და გააფუჭა თითოეული მათგანი და ამ ტიპის გახრწნილ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ჯერ რა ტერმინოლოგიით ლაპარაკობენ, როგორ ელაპარაკებიან საზოგადოებას, მაგრამ მე მათ ვეუბნები: თქვენი დასასრული ძალიან ახლოს იქნება, მოახლოებულია და ამ ყველაფერს ჩვენ, როგორც საძულველ წარსულს, ისე გავიხსენებთ ხოლმე. მოგვიწევს ამის გახსენება, მაგრამ შურისძიების მსხვერპლი თქვენ არ იქნებით, რადგან ჩვენს გულში შურისძიება მაინც არ არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს გლობალური აქციის მოწოდებით გამოვიდა, გიორგი ვაშაძის თქმით, საინტერესო მოწოდებაა და მიესალმება საერთაშორისო დონეზე ამხელა გამოხმაურებას.

„დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიკრიბება მსოფლიოს დედაქალაქებში. ერთ-ერთი წნეხი, რაც ჩვენ უნდა გვქონდეს მსოფლიო ლიდერებზე, არის ის მოქალაქეები, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფლების და დემოკრატიის იდეას მთელ ცივილიზებულ სამყაროში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა