ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

ვახტანგ გომელაური - 5 ივლისს სპეცდანიშნულების რაზმი გამოყვანილი იყო, 20 ლოკაციაზე 3 200 კაცი მუშაობდა

ნახვები: 463 ვახტანგ გომელაური - 5 ივლისს სპეცდანიშნულების რაზმი გამოყვანილი იყო, 20 ლოკაციაზე 3 200 კაცი მუშაობდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, როცა საჭირო იქნება, პარლამენტში მივა.

„თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, მივალ პარლამენტში, რა პრობლემაა. ამას თავისი პროცედურები აქვს. ერთი კაცის გამოსვლა, დაბარება...იქ თავისი პროცედურები, კანონებია და როცა საჭირო იქნება, მივალ", - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გაყვანილი იყო.

კერძოდ, მინისტრის თქმით, 20 ლოკაციაზე 3 200 ადამიანი იყო განაწილებული.

„სპეცდანიშნულების რაზმი ყველა გამოყვანილი იყო, 3 200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. თავიდან იყო სამი ლოკაცია, შემდეგ გახდა 8, ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 3 200 კაცი რომ გაანაწილო 20 ლოკაციაზე, დაახლოებით 150 ადამიანი გამოვა ერთ ლოკაციაზე. რისი საშუალებაც იყო, მთელი თბილისის მასშტაბით გაშლილი იყო 3 200 კაცი. გაერო-ს ოფისთანაც იყვნენ. არც მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ამ ადამიანებს, ვინც თქვა, თითქოს გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები სცემონ, ეს ხომ იდიოტიზმია? უკაცრავად, არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, სახელი და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი, თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება, რომ ასეთი რაღაც გააკეთოს? არ მომხდარა ასეთი რაღაც, რომ ამხელა აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ, ასეთი მასიური, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად დაწყებულიყო ჟურნალისტების დევნა. მიუღებელი, საშინელებაა, რა თქმა უნდა, ვგმობ, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა