კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ილია ჭიღლაძე: ისაია ჭანტურია კი არა, გაბრიელ მთავარანგელოზი რომ დადგენილიყო საქართველოს ეკლესიის პატრიარქად, ესეც ვერ უშველიდა ამ აქოთებულ სიტუაციას

ნახვები: 558 ილია ჭიღლაძე: ისაია ჭანტურია კი არა, გაბრიელ მთავარანგელოზი რომ დადგენილიყო საქართველოს ეკლესიის პატრიარქად, ესეც ვერ უშველიდა ამ აქოთებულ სიტუაციას

ისე ეკლესიის იერარქებს ჭკუა რომ ჰქონდეთ, დღესვე ისაია უნდა აირჩიონ მოსაყდრედ და პატრიარქად დასვან სასწრაფოდ, რომ საპატრიარქოს და ეკლესიის აყროლებული მდგომარეობა ცოტათი მაინც გამოსწორდეს და პრესტიჟი მცირედ მაინც დაიბრუნონ. - ამის შესახებ წმინდა სინოდის მიერ მღვდელმსახურება შეჩერებული დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხშირად უკითხავთ ამდენ ცუდ მეუფეზე წერ და კარგიც ხომ იქნება ვინმე, მასზეც დაწერეო.დღევანდელ სინოდში ყველაზე კრისტალური, ყველაზე სუფთა, ყველაზე უბრალო, ყველაზე თავმდაბალი, ყველაზე მეტად პატრიოტი, ყველაზე მეტად მშრომელი, ერთი სიტყვით ყველაზე უფრო უწმინდესი, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, არის მეუფე ისაია ჭანტურია, მიტროპოლუტი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის, რომელსაც საპატრიარქოში არავითარი ადმინისტრაციული პოსტი არ უკავია და არც არაფერს ეკითხებიან, ერთგვარად გარიყუილია. მწყემსავს ორ სოფელს ნიქოზსა და ხვითს და ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტს დისტანციურად, იქ მყოფი რამდენიმე სასულიერო პირის საშუალებით .თუმცა ეს ჩაკეტილი მდგომარეობა მისი არჩევანიცაა, არის უკიდურესად ჩუმი და უპრეტენზიო, რაც ამავდროულად დიდი ნაკლია ეპისკოპოსისთვის, ეპისკოპოსი უნდა იყოს თამამი და გაბედული, არ უნდა ეშინოდეს საკუთარი პოზიციის ხმამაღლა გამოხატვა. ეს სიჩუმე განდეგილი ბერისთვის შეიძლება პლიუსი იყოს, მაგრამ არა ეპისკოპისისათვის. ამასთან, როდესაც საპატრიარქო განსხეულებული ეშმაკების ხელშია, შენ თუ მართალი მღვდელმთავარი ხარ, უნდა ხედავდე და კიდეც უნდა ებრძოდე მათ. არავითარი ამდაგვარი მიტროპოლიტ ისაიასთან არ ხდება. ისე ეკლესიის იერარქებს ჭკუა რომ ჰქონდეთ, დღესვე ისაია უნდა აირჩიონ მოსაყდრედ და პატრიარქად დასვან სასწრაფოდ, რომ საპატრიარქოს და ეკლესიის აყროლებული მდგომარეობა ცოტათი მაინც გამოსწორდეს და პრესტიჟი მცირედ მაინც დაიბრუნონ. ნუ ისიცაა, რომ თუ საპატრიარქოს ადმინისტრაცია თავიდან ბოლომდე არ გამოცვალა ახალმა პატრიარქმა და რიგი რაშისტი და კრიმინალი კლერიკალები არ განკვეთა, ისაია ჭანტურია კი არა, გაბრიელ მთავარანგელოზი რომ დადგენილიყო საქართველოს ეკლესიის პატრიარქად, ესეც ვერ უშველიდა ამ აქოთებულ სიტუაციას. მთავარი კი ისაა, რომ ახალ პატრიარქს კარგად უნდა ესმოდეს ეკლესიის არსებული უმძიმესი პრობლემები და ნათლად წარმოდგენილი ჰქონდეს გამოსწორების გზა და საშუალებები, მხოლოდ პიროვნული სისუფთავე კი ამისთვის არ კმარა!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა