დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თინა ხიდაშელი - შანტაჟი, პიროვნების დეჰუმანიზაცია, არ არის სახელმწიფოს ფუნქცია, ეს ველურობის ნიშანია

ნახვები: 537 თინა ხიდაშელი - შანტაჟი, პიროვნების დეჰუმანიზაცია, არ არის სახელმწიფოს ფუნქცია, ეს ველურობის ნიშანია

შანტაჟი, პიროვნების დეჰუმანიზაცია, არ არის სახელმწიფოს ფუნქცია, ეს ველურობის ნიშანია. გუშინდელი ვიდეოს ჩვენება ზუსტად ეს იყო - სასამართლოში მოიყვანეთ პატიმარი! დაძლიეთ შიში! სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმე საყურებელი მშიშარა, მხდალი ხელისუფალია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს აგვისტოდან დეკემბრამდე ვერაფრით დაეხმარა ის სამედიცინო მხარდაჭერის სისტემა, რომელსაც „ვივამედი" და შესაბამისად სახელმწიფო სთავაზობს.

„რისი თქმა უნდოდა ხელისუფლებას სააკაშვილის ვიდეო მასალის ჩვენებით, არ არის საიდუმლო. იუსტიციის მინისტრი ეთერიდან გვიხსნიდა როგორ უნდა გავიგოთ, რა უნდა დავინახოთ, რა არა.

მათი მომხრეების, დაქირავებული „ტროლების“ „პოსტები“, კომენტარები, სხვების „კედლებზე“ შემოვარდნები ნათლად გვაჩვენებს ხელისუფლების გზავნილების უსუსურობას.

სინამდვილეში არაფერი, აბსოლუტურად არაფერი გვინახავს გუშინ იმისგან განსხვავებული, რაც ისედაც ვიცოდით. ექს-პრეზიდენტი ავადაა და სერიოზული სამედიცინო ჩარევა და დახმარება ჭირდება.

ამასობაში რადგან კადრები აგვისტო-დეკემბრით თარიღდება, ამ კადრებით ისიც ვნახეთ, რომ მისი მდგომარეობა უარესდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გარე ჩარევის აუცილებლობას. აგვისტოდან დეკემბრამდე ვერაფრით დაეხმარა მას ის სამედიცინო მხარდაჭერის სისტემა, რომელსაც "ვივამედი" და შესაბამისად სახელმწიფო სთავაზობს.

როგორც ყოველთვის, თავად აიჭრა და აირია ხელისუფლება საკუთარ პროპაგანდაში.

არადა, თუკი რამე აქვთ სათქმელი, სასამართლოზე უნდა მოიყვანონ პატიმარი, რომელზეც მორიგ ჯერზე გვითხრეს სიმულიანტობს და იტყუებაო.

შანტაჟი, პიროვნების დეჰუმანიზაცია, არ არის სახელმწიფოს ფუნქცია, ეს ველურობის ნიშანია. გუშინდელი ვიდეოს ჩვენება ზუსტად ეს იყო.

სასამართლოში მოიყვანეთ პატიმარი! დაძლიეთ შიში! სააკაშვილის მდგომარეობაზე მძიმე საყურებელი მშიშარა, მხდალი ხელისუფალია!",- წერს ხიდაშელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა