ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხორვატიამ ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

ნახვები: 531 ხორვატიამ ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრები გავიდა. ამ გუნდმა მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალები ხორვატიისა და ბრაზილიის მატჩით გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ნებისმიერი ნაკრებისთვის რთულ მეტოქეს წარმოადგენენ, ფავორიტად, რა თქმა უნდა ბრაზილიის ეროვნული გუნდი მიიჩნეოდა. თუმცა მებრძოლი და პროფესიონალი ფეხბურთელებით შეკრული გუნდი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ნაკრებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა.

ბრაზილის ნაკრები მცირე უპირატესობას ფლობდა, მაგრამ თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს და შესვენებაზე ისე გავიდნენ – 0:0. მეორე ტაიმში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ორმხრივი შეტევებისა და მაღალი ტემპის მიუხედავად, გოლი არ გადიოდა. მატჩის მეორე ნახევარიც, უგოლოდ დასრულდა დამატებული 4 წუთიც.

დაინიშნა დამატებითი დრო. ორივე გუნდის ფეხბურთელები ფრთხილობდნენ და თამაშის გამწვავებას ერიდებოდნენ.  იმატა უხეშობამაც, განსაკუთრებით ხორვატიის მხრიდან. პირველი დამატებული დროის მიწურულს ბრაზილიელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. ბრაზილიელების მორიგი შეტევა ნეიმარმა გოლით დააგვირგვინა – 1:0.

ეს იყო ნეიმარის 77-ე გოლი ბრაზილიის ნაკრებში, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე – მერვე. ამ მაჩვენებლით ნეიმარი ლეგენდარულ პელეს გაუთანაბრდა, როგორც ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. დამატებითი დროის მეორე პერიოდში ხორვატია შეტევაზე გადასვლას და მატჩის გადარჩენას შეეცადა. ევროპელებმა რამდენიმე ეპიზოდში სახიფათოდ შეუტიეს, ხორვატიის ერთ-ერთი იერიში კი პეტკოვიჩმა გოლად აქცია – 1:1.

120-წუთიანი მატჩი პენალტების სერიით გაგრძელდა, რომელიც მეკარე ლივაკოვიჩის წყალობით ხორვატიამ 4:2 მოიგო და ნეხევარფინალში გავიდა, სადაც არგენტინა-ნიდერლანდების მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა