კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

გია ვოლსკი:პიარკომპანია იმიტომ დაიქირავეს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ის აბდაუბდა განცხადებები ჩაანაცვლოს, რაც მის ჭკუანაკლულ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს აქვთ

ნახვები: 559 გია ვოლსკი:პიარკომპანია იმიტომ დაიქირავეს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ის აბდაუბდა განცხადებები ჩაანაცვლოს, რაც მის ჭკუანაკლულ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს აქვთ

პიარკომპანია იმიტომ დაიქირავეს, რომ ის აბდაუბდა განცხადებები ჩაანაცვლოს, რაც მის ჭკუანაკლულ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მსგავსმა განცხადებებმა თავად მიხეილ სააკაშვილი დააზიანა.

„პიარკომპანია იმიტომ დაიქირავეს, რომ აბდაუბდა განცხადებები ჩაანაცვლოს, რომელიც მის ჭკუანაკლულ ადვოკატებს აქვთ, აბდაუბდა განმარტებები, რომელიც ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს გააჩნიათ, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა თვითონ „ნაცმოძრაობა“ და პერსონალურად სააკაშვილი. სააკაშვილი გამოიტყუეს უკრაინიდან იმის რწმენით, რომ რევოლუციას მოახდენდა და მუდმივად უჩიჩინებდნენ იმას, რომ აღმოსავლეთის ლიდერია, ვაშინგტონია და ის რესურსი გააჩნია, რომ საქართველოში ხელისუფლება ამოატრიალოს. შემდეგ მუდმივად უჩიჩინებდნენ, რომ მისი თვითდაზიანება აუცილებელია ამ ბრძოლისთვის, რომ თუკი შიმშილობაზე უარს იტყვის, ეს იქნება დიდი იდეის, „ნაცმოძრაობის“ იდეის ღალატი. შემდეგ კი გამოაცხადეს ჭკუანაკლულად თავისივე პარტიის წევრებმა, რა კომენტარებს და განცხადებებსაც აკეთებდნენ. ამ ყველაფერმა შექმნა დამოკიდებულება მათ მიმართ. ახლა პიარისთვის გაურკვეველ კომენტარებს ასაჯაროებენ და პიარკომპანიის დაქირავების იდეაც ამიტომ გაჩნდა, რომ მან წარმართოს პიარი და არა ადამიანებმა, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საჭირო საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ამ ქვეყნისთვის. მათი ერთადერთი მიზანია, როგორმე ისარგებლოს კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულმა „ნაცმოძრაობამ“. აბდაუბდა საუბარი უნდა ჩაანაცვლოს ალბათ, კარგად დაფინანსებულმა პიარმა. ესეც მოიფიქრა ალბათ, იმ ჯგუფმა, რომელიც რეალურად მართავს სააკაშვილის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქვეყნის დაზიანებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან და „ვერ შეარჩიეს ადამიანი, რომელსაც გარკვეული ინტელექტუალური რესურსი გააჩნია ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება საგარეო პოლიტიკა იქნება, თუ ეკონომიკა“.

„აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის მსურველი გუნდი. ისინი ერთმანეთს შეუნახავენ თუ არა ნამუსსა და სინდისს, ეს ვერანაირად ვერ განაპირობებს ნამუსისა და სინდისის არსებობას პარტიაში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა