No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

ზურაბ ჯაფარიძე:მიხეილ სააკაშვილი გასათავისუფლებელია, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის

ნახვები: 523 ზურაბ ჯაფარიძე:მიხეილ სააკაშვილი გასათავისუფლებელია, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის

მიხეილ სააკაშვილი გასათავისუფლებელია, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის. სხვანაირი მენტალიტეტის ხალხია. ისინი თვლიან, რომ ეს იქნება უკან დახევა და სისუსტის ჩვენება, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილს იქამდე არ გაათავისუფლებს, სანამ მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა არ იქნება.

„ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, სანამ მეორე მხარეს არ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც აიძულებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგან. ამ ძალის შექმნას ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა სჭირდება“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, , ცენტრმა „ემპათიამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.

როგორც „ემპათიაში“ აღნიშნავენ, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ამასთან, ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა