გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

არჩილ თალაკვაძე:ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში

ნახვები: 514 არჩილ თალაკვაძე:ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში

„ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში შევა ის პუფი იქნებაო, გახსოვთ ხომ ეს სასაცილო გამონათქვამი, აი ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მე მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში, თვითონ ვეღარ დარჩება “, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

წამყვანის მოსაზრებაზე, რომ გარემოება პატარა პარტიებს აიძულებს გაერთიანდნენ ძლიერთან, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ძლიერთან ისინი გაერთიანდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სადამდე მივიდა ეს ყველაფერი ნახეს.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მომავალი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

„საბოლოო ჯამში, გააკოტრეს რეალურად დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და იქამდე მიიყვანეს, რომ საკუთარი ნათქვამების რცხვენიათ, იმიტომ, რომ დღეს საპირისპირო რეალობაში არიან. ამიტომ ამ პარტიებს დღეს თუ შანსი აქვს, ეს შანსი არის მომავალში და ნაციონალური მოძრაობის გარეშე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა