ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

რომან გოცირიძე - ძალიან მოგვწონს დეოლიგარქიზაციის კანონი, მაგრამ არის ერთი ხარვეზი - ჩვენი შეთავაზებაა, რომ ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტთან შექმნილმა ნეიტრალურმა, დამოუკიდებელმა კომისიამ შეადგინოს

ნახვები: 464 რომან გოცირიძე - ძალიან მოგვწონს დეოლიგარქიზაციის კანონი, მაგრამ არის ერთი ხარვეზი - ჩვენი შეთავაზებაა, რომ ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტთან შექმნილმა ნეიტრალურმა, დამოუკიდებელმა კომისიამ შეადგინოს

ძალიან მოგვწონს ეს კანონი, სხვა კრიტერიუმებს ვერ გამოვიგონებთ, გარდა იმისა, რაც უკრაინულ კანონშია, მაგრამ არის ერთი ხარვეზი - ჩვენი შეთავაზებაა, რომ ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტთან შექმნილმა ნეტრალურმა, დამოუკიდებელმა კომისიამ შეადგინოს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტთან არსებულ კომისიას პარლამენტი მაღალი კვორუმით შექმნის და მას სანდოობა ექნება. როგორც მან აღნიშნა, კომიკურია, რომ პარლამენტი გეგმავს რეესტრის შემდგენ ორგანოდ განსაზღვროს მთავრობა და "ივანიშვილის მონა- მორჩილი ღარიბაშვილი" .

"ქართულ ოცნებას" უნდა ისე შეფუთოს, რომ თითქოს დეოლიგარქიზაციის კანონი არ უნდა ოპოზიციას, რადგან ეჭვები აქვს, რომ ოლიგარქები არ აღმოჩნდნენ მის წრეში, ეს არასწორია. ძალიან მოგვწონს ეს კანონი, სხვა კრიტერიუმებს ვერ გამოვიგონებთ გარდა იმისა, რაც უკრაინულ კანონშია და იქ მთავარი კრიტერიუმია ფულით გავლენა პოლიტიკაზე, პოლიტიკური აქტიურობა და მედიის ფლობა და ძალიანაც კარგი კრიტერიუმებია, მაგრამ არის ერთი ყველაზე დიდი ხარვეზი ქართულ ვერსიაში, უკრაინული კანონით ოლიგარქთა რეესტრს ადგენს პრეზიდენტი და მასთან არსებული უშიშროების საბჭო, საქართველოში კი პარლამენტი. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ოლიგარქის სტატუსი არსებული კრეტერიუმებიდან გამომდინარე განსაზღვროს პარლამენტთან შექმნილმა ნეიტრალურმა, დამოუკიდებელმა კომისიამ. კომისია უნდა შეიქმნას დიდი კვორუმით, მაგალითად, პარლამენტის 100 წევრით, 2/3- ით, შესაბამისად, ოპოზიციის გარეშე ამ კომისიას ვერ შექმნის უმრავლესობა და მას ექნება ნდობა. მაგრამ ამას არასდროს გააკეთებს, პირიქით, პარლამენტიდანაც კი გამოაქვთ და პრემიერ-მინისტრს უქვემდებარებენ, წარმოგიდგენიათ, რა კომიკური სიტუაცია იქნება, როცა ოლიგარქის რეესტრს შეადგენს ივანიშვილის მონა-მორჩილი ღარიბაშვილი?! გაუბედავს ღარიბაშვილი ივანიშვილს რეესტრში შეყვანას? ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტმა შეადგინოს, ან საჯარო სამსახურის ბიურომ, სადაც სახელმწიფო მოხელეები დეკლარაციებს აბარებენ, ან აუდიტის სამსახურმა გააკეთოს, რომელიც აკვირდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბიუჯეტს, მაგრამ არა, მათ საკუთარ ხელში უნდათ ჰქონდეთ ის მექანიზმი, რომლითაც ოპოზიციას გამოაცხადებს ოლიგარქებად, დევნას დაუწყებს და თავის ოლიგარქებს ხელს გადააფარებს,"- განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა