ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბენ უოლესი - რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა მათი მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია

ნახვები: 531 ბენ უოლესი - რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა მათი მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია

რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა კრემლის მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბელ უოლესმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა უნდა დასვან შეკითხვა: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო.

„თებერვალში რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია ვერცერთ თავის მთავარ მიზანს, გარდა ხერსონისა. ახლა, როდესაც ის ასევე ჩაბარდა, რიგითმა რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: "რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?" - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრით მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციას და დამცირებას მიაღწია.

„გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და მიუხედავად იმისა, რომ გაყვანა მისასალმებელია, არავინ აპირებს არასათანდოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე მუდმივი საფრთხე“, - აღნიშნა უოლესმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა