გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპარლამენტარების ზოგიერთ ჯგუფს არ აქვს შეკითხვა, კეზერაშვილს საიდან აქვს ეს ფული?

ნახვები: 514 ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპარლამენტარების ზოგიერთ ჯგუფს არ აქვს შეკითხვა, კეზერაშვილს საიდან აქვს ეს ფული?

ევროპარლამენტარების ზოგიერთ ჯგუფს არ აქვს შეკითხვა, კეზერაშვილს საიდან აქვს ეს ფული? ნაძარცვი ფულით შექმნილი კაპიტალის განაწილებისთვის არის ის, რაც ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური ქაოსია.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ ჰქონდათ დესტრუქციული პოლიტიკური პროცესები, რაც შიდა დესტრუქციამდე მივიდა, მუდმივად იძახდნენ რიგგარეშე არჩევნებს და ეს რიგგარეშე არჩევნები დაუდგათ პარტიის შიგნით. ის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რაც ქვეყნისთვის ჰქონდათ შეთავაზებული, ეს რეალობა დაუდგათ პარტიის შიგნით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი ამავდროულად ხდება იმისთვის, თუ ვის დააფინანსებს კეზერაშვილი, ვის ექნება მისი ფული. ევროპარლამენტარების ზოგიერთ ჯგუფს არ აქვს ეს შეკითხვა, კეზერაშვილს საიდან აქვს ეს ფული? ამ ნაძარცვი ფულით შექმნილი კაპიტალის განაწილებაზეა ახლა საუბარი,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა