დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ადვოკატი - სიურპრიზს გეტყვით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შუამდგომლობა მაქვს, გაუპატიურების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს - ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა

ნახვები: 537 ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ადვოკატი - სიურპრიზს გეტყვით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შუამდგომლობა მაქვს, გაუპატიურების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს - ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის" ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, რომელსაც ბრალდებულიც ესწრება.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც დღევანდელ პროცესზე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა, რომ ნაკაძის მიმართ 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყდეს.

ექსპერტიზა დაზარალებულს ჩაუტარდა, თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა წერია დასკვნაში. მისი განმარტებით, ლაშა ნაკიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

“დღეს არის წინასასამართლო სხდომა. ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიებაზე და სიურპრიზს გეტყვით, მექნება შუამდგომლობა 137-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მივიღეთ სასამართლო- სამედიცინო დასკვნა, რაც მაძლევს საფუძველს დავაყენო აღნიშნული შუამდგომლობა. ადვოკატი ვარ და როგორ შეიძლება დავარღვიო კანონი და ვთქვა, რა წერია დასკვნაში. მე მგონი, გასაგებია. მეძლევა საშუალება იმისა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დავაყენო. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. მე გეუბნებით, რომ მას შემდეგ რაც მივიღეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გვაქვს საშუალება, რომ 137-ე მუხლის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება სხვა ბრალს, ამის შესახებ შემდგომ ვისაუბროთ. ლაშა ნაკაიძე არაფერს აღიარებს, აღნიშნულ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. შეიძლება ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ მე ძალიან მჯერა. მოვიდა ერთი ექპერტიზის პასუხი და მეორესაც ველოდებით. რას მალავს დაზარალებული, ვის დაკვეთას ასრულებს, რატომ არ მისცა “აიფონის” კოდი გამოძიებას? - მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. საოცარი ამბები ხდება საქმეში. მერწმუნეთ, ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა და მიხვდებით, რომ ლაშა ნაკაიძე მოძალადე არ არის”,- აცხადებს ლალი ბიბილეიშვილი.

რაც შეეხება კითხვას, აყენებს თუ არა დაზარალებული ქალის ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ, ადვოკატი პასუხობს, რომ ის ეჭვქვეშ არაფერს აყენებს.

“მე ეჭვქვეშ არაფერს ვაყენებ, მე არც ვამტკიცებ ჩვენ უდანაშაულობას, ბრალდებას ეკისრება დაგვიმტკიცოს ჩვენი დანაშაული. როცა დაინიშნა ექპერტიზა და მოითხოვეს ტელეფონები ლაშა ნაკაიძემ ის თავისი კოდებით გამოძიებას მისცა, რადგანაც გამოძიებასთან დასამალი არაფერი აქვს. ეტყობა დაზარალებულს ძალიან ბევრი აქვს დასამალი. ის თვალით არ მინახავს და მისი მიზანი არ ვიცი. მე იმას გეუბნებით რაც არის და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ”,- განაცხადა ლალი ბიბილეიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა