ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება

ნახვები: 463 პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნულისთვის პირველ ეტაპზე, 20 მლნ ლარია გამოყოფილი.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე არის ჩართული თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ სახეზეა. ამასთან, წელსაც, მაინც და მაინც კარგი მოსავალი არ იყო, ხარისხი შედარებით გაუარესებული იყო, ამას ემატება ისიც, რომ მოთხოვნა შემცირებულია და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერები და ფიზიკური პირები. პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის, პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარს გამოვყოფთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სექტორშია ჩართული და განსაკუთრებით, სამეგრელოში, ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩართული ამ სექტორში და მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება. ისე, როგორც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ.

სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ რთველი წარმატებით დასრულდა. დაახლოებით, 250 მლნ ლარი შევიდა კახეთის რეგიონში. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, წარმატებით ჩაატარა რთველი და ყველა იმ უწყებას, რომელიც ამ პროცესში ჩართული იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა