ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის ძალებმა ქალაქ ავდეევკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს, დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი

ნახვები: 796 რუსეთის ძალებმა ქალაქ ავდეევკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს, დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი

დონეცკის ოლქში დასახლება ავდეევკასთვის რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, საოკუპაციო ძალებმა დარტყმა განახორციელეს ავდეევკას ცენტრალურ ბაზარზე.

„ასეთ დაბომბვას არ აქვს არანაირი სამხედრო ლოგიკა – მხოლოდ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქის მოკვლისა და სხვების დაშინების შეუკავებელი სწრაფვა. ამაშია რუსების მთელი არსი. მათ არ ძალუძთ უკრაინის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ ეომებიან უიარაღო სამოქალაქო პირებს“, – წერს კირილენკო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა