ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს

ბულგარეთის მთავრობა აცხადებს, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც რუსეთის გამოძიების ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში ფიგურირებს, ბულგარეთში არასდროს ყოფილა

ნახვები: 507 ბულგარეთის მთავრობა აცხადებს, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც რუსეთის გამოძიების ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში ფიგურირებს, ბულგარეთში არასდროს ყოფილა

ბულგარეთის მთავრობა აცხადებს, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც რუსეთის გამოძიების ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში ფიგურირებს, ბულგარეთში არასდროს ყოფილა. შესაბამის ინფორმაციას ბულგარული სააგენტო BGNEWS ავრცელებს.

„სარწმუნოდ დამტკიცებულია, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასდროს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებულია მისი მარშრუტის საწყის წერტილად“, – განაცხადეს ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში.

განცხადების თანახმად, ბულგარეთის მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ მისი ქვეყნის სახელი ასოცირებული იყოს ტერორისტულ საქმიანობასთან რამე სახის კავშირთან.

რუსული მედიის ცნობით, 8 ოქტომბერს აფეთქებული სატვირთო მანქანით პოლიეთილენის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა.

ბულგარული სამსახურების შემოწმებამ დაადგინა, რომ ანალოგიური მახასიათებლის საქონელი ბულგარეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან კონტეინერით შევიდა ტრანზიტის რეჟიმით შესაბამისად გაფორმებული დოკუმენტებით. ბულგარეთში აღნიშნული საქონლის ყოფნის პერიოდში ის იმყოფებოდა საბაჟო კონტროლის ქვეშ და ქვეყანა იმავე კონტეინერით ბურგასის პორტიდან 17 სექტემბერს დატოვა სხვა ქვეყნის მიმართულებით, რუსეთის გარდა. შემოწმებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ის კონტეინერი, რომლითაც საქონელი ბულგარეთიდან გავიდა, აფეთქებულ სატვირთო მანქანაში არ ყოფილა. საქმესთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია გადაეცა პროკურატურას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა