კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით კირკიტაძე - ზვიად გამსახურდიასაც თავის დროზე მოუწია სამშობლოს დატოვება, რადგან ზუსტად იგივე ძალები იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ვინც დღეს იბრძვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ

ნახვები: 527 დავით კირკიტაძე - ზვიად გამსახურდიასაც თავის დროზე მოუწია სამშობლოს დატოვება, რადგან ზუსტად იგივე ძალები იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ვინც დღეს იბრძვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ

ერთი წელი შესრულდა, რაც თქვენ თქვენი სასამართლოს, მურუსიძის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში გყავთ მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ამ ქვეყნისათვის, გყავთ უკანონო პატიმრობაში და მოშველიება ახლა იმის, თითქოს მან საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ და ამისთვის იხდის სასჯელს, არარელევანტურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს იმდენი რამ აქვს გაკეთებული, პარლამენტის თითოეულ წევს რომ იმის მეათედი გაეკეთებინა, ქვეყანა ბევრად წინ იქნებოდა.

„თავის დროზე, თქვენ რომ ყოფილიყავით ხელისუფლებაში, ზვიად გამსახურდიასაც ამ მუხლით გაასამართლებდით, საზღვრის უკანონო კვეთა. მასაც თავის დროზე მოუწია სამშობლოს დატოვება, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რადგან ზუსტად იგივე ძალები იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ვინც დღეს იბრძვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დღეს თქვენ გინდათ საზოგადოება დააჯეროთ, რომ მურუსიძის სასამართლო არის სამართლიანი, რომ ჩინჩალაძის სამართალი არის სწორი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე. ადამიანი, რომელსაც იმდენი რამე აქვს გაკეთებული, თითოეულ აქ მსხდომს იმის მეათედი რომ გაგეკეთებინა ჩვენი ქვეყნისთვის ამ 10 წლის განმავლობაში, ბევრად წინ იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, არ იქნებოდა ასეთი უკიდურესი გაჭირვება, ძალიან გული მტკივა ამაზე, ჩვენი მოქალაქეები იძულებული გახდებოდნენ, წასულიყვნენ აქედან“, – განაცხადა კირკიტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა