ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს წინადადებებით მიმართა

ნახვები: 530 სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს წინადადებებით მიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების გაძლიერებისა და მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით, განსაზღვრულ საკითხებზე მუშაობს.

უწყების ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სამსახურს შესაძლებლობა მიეცა, ევროკომისიის რეკომენდაციების ეფექტიანი შესრულების მიზნით, წარედგინა საკუთარი მოსაზრებები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოს გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, ევროკომისიის რეკომენდაციის ფარგლებში, სამსახურმა შემდეგი წინადადებები შეიმუშავა:

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტების გამოძიება, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება, სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების აღსაკვეთად და დროულად გამოსაძიებლად, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოოს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურების, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევებს უკავშირდება (სსკ-ის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები).

აღნიშნული ცვლილება უფრო მეტად გააძლიერებს და დამოუკიდებელს გახდის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში მის მიერვე გამოვლენილი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ზემოთ მითითებული დანაშაულები, ნაცვლად სხვა უწყებაში გადაგზავნისა, თავად გამოიძიოს და გაზარდოს საგამოძიებო პროცესის ეფექტურობა.

ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, თავიდან განისაზღვროს და ხელახლა ჩამოყალიბდეს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და გამოსაძიებლად გადაეცეს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ის მუხლები, რომელიც სამსახურის მიზნებთან, გამოწვევებთან და რესურსებთან თანხვედრაში იქნება.

მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით დარეგულირდეს პროცედურა, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იქნება, საქმიანობის/ანგარიშის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიმართოს;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შემუშავებული და პარლამენტისთვის წარდგენილი წინადადებები ასევე საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითვალისწინებს, რამაც სამსახურის ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიების გაფართოება უნდა უზრუნველყოს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, სამსახურმა აღნიშნული წინადადებებით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების, მათ შორის, წარმოდგენილი წინადადებების განხილვის პროცესში, საქართველოს პარლამენტთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურად თანამშრომლობას გეგმავს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა