გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ანდრიუს კალინდრა - ვაკვირდებით საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლას, დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს მთავრობა კარგად აფასებს ვითარებას, როგორ გაუმკლავდეს ყველა შესაძლო რისკს

ნახვები: 514 ანდრიუს კალინდრა - ვაკვირდებით საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლას, დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს მთავრობა კარგად აფასებს ვითარებას, როგორ გაუმკლავდეს ყველა შესაძლო რისკს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჩვენ ყველამ ვიხილეთ ხალხისა და სატვირთოების გრძელი რიგები ყველგან, ევროპაში. ახლა რაც ხდება, ეს რუსეთის ბრალია, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტივის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

ელჩის განცხადებით, ლიეტუვა აკვირდება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას და დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ხელისუფლება კარგად აფასებს არსებულ ვითარებასა და რისკებს.

„ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და ამავდროულად დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა კარგად ფუნქციონირებს, კარგად აფასებს ამ ვითარებას, როგორ გაუმკლავდნენ ყველა შესაძლო რისკს. მინდა, შეგახსენოთ, რომ ლიეტუვამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე, 10 მარტისთვის შეაჩერა ვიზების გაცემა რუსეთისა და ბელარუსის პასპორტის მფლობელთათვის. ახლა ასევე ვზღუდავთ რუსების შესვლას ლიეტუვაში. ეს ჩვენი აღქმა და გზაა, რადგან სამწუხაროდ, ნებისმიერ ინვესტიციას რუსეთთან, იქნება ეს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კავშირები, ღირებულება აღარ გააჩნია“, – განაცხადა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა