კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი - გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს

ნახვები: 528 რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი - გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომელსაც გაზი ევროპაში უნდა ჩაეტანა, 2021 წელს დასრულდა, თუმცა მისი სერტიფიცირება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა.

რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი მალე მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც „ციმბირის ძალა 2“-ით წელიწადში ჩინეთისთვის 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ეს მოცულობა წარმოადგენს „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის თითქმის მაქსიმალურ სიმძლავრეს, რომელიც სექტემბრიდან გათიშულია. აღნიშნული გაზსადენი ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების მესამედს უზრუნველყოფდა. „ციმბირის ძალა 2“-ით რუსეთი ჩინეთს გაზს მონღოლეთის გავლით მიაწოდებს. მილსადენის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა