დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ბაჩო დოლიძე - ნიკა მელიამ ისაუბრა კონკრეტულ პროვოკატორებზე, რომლებიც დიდი ეჭვია, რომ იმართებიან სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან, რომელთა ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა

ნახვები: 535 ბაჩო დოლიძე - ნიკა მელიამ ისაუბრა კონკრეტულ პროვოკატორებზე, რომლებიც დიდი ეჭვია, რომ იმართებიან სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან, რომელთა ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა

ნიკა მელიამ ისაუბრა კონკრეტულ პროვოკატორებზე, რომლებიც სამწუხაროდ, დიდი ეჭვია, რომ იმართებიან სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან, რომელთა ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა, ერთი ან მეორე ლიდერის სახელით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„კარგად უნდა გვესმოდეს და ხაზი უნდა გავუსვათ, რომ აქტივისტებზე არ არის საუბარი და ადამიანებზე, რომლებსაც გულით უნდათ ის, რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ და წუხან იმ ფაქტით, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ინვალიდიზაციის პრობლემა დგას დღეს, 21-ე საუკუნეში. ნიკა მელიამ ისაუბრა კონკრეტულ პროვოკატორებზე, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ დიდი ეჭვია, რომ იმართებიან სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან, რომელთა ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა ერთი ან მეორე ლიდერის სახელით. შესაბამისად, ეს ადამიანები რა თქმა უნდა, ჩირქს სცხებენ როგორც აქტივისტებს, ასევე გულწრფელ მხარდამჭერებს. ნიკამ აბსოლუტურად კონკრეტული ხაზი გაუსვა კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციის მომტანები არიან. მიხარია, რომ ეს არ ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ მხარდამჭერებს, ეს ეხებათ იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დავალებებს იღებენ სხვა დაწესებულებისგან“, – განაცხადა დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა