გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს

ნახვები: 514 აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინის თავდაცვისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გამოყოფა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მოხდება. უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი შეიარაღება მოიცავს HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს და 155-მილიმეტრიან საარტილერიო სისტემებს, რომლებსაც, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „უკრაინის ძალები ასე ეფექტიანად იყენებენ ბრძოლის ველზე თავიანთი ქვეყნის დასაცავად“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, 2021 წლის აგვისტოს შემდეგ ეს უკრაინისთვის გამოყოფილი იარაღის მე-17 პარტიაა. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან, უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 8,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეირყევა. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინასთან“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა