კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

უკრაინის მარცვლეულით სავსე გემები თურქეთში, სავარაუდოდ, 3 აგვისტოს ჩავა - თურქული მედია

ნახვები: 558 უკრაინის მარცვლეულით სავსე გემები თურქეთში, სავარაუდოდ, 3 აგვისტოს ჩავა - თურქული მედია

უკრაინის მარცვლეულით სავსე პირველი გემები სტამბულში მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, 3 აგვისტოს ჩავა. ინფორმაციას CNN-ის თურქეთის ოფისი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 16 გემისგან შემდგარი ქარავნის უკრაინიდან სტამბულისკენ გადაადგილებას დრონების და სატელიტების საშუალებით დააკვირდებიან.

თურქეთში ჩასვლის შემდეგ კი უკრაინული მარცვლეული აფრიკის ქვეყნებში, კონკრეტულად კი სომალიში გაიგზავნება.

გაეროს თქმით, მარცვლეული საბოლოო დანიშნულების ადგილამდე სავარაუდოდ 1.5 თვეში ჩავა.

გემების მოძრაობის დერეფანს თურქეთში შექმნილი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის კოორდინაციის ცენტრი აკონტროლებს. ამასთანავე სტამბული აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე გემი სიგნალს გამორთავს და თურქეთს პორტის ოპერაციების შესახებ გამჭვირვალე ინფორმაციას არ მიაწვდის, მათ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვებენ.

22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ. 

ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.

23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.

27 ივლისს უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა