ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება მეტყველებს, რომ საქართველოში არანაირი ნიშანიც კი არ არის სანქციების გვერდის ავლის-გია ვოლსკი

ნახვები: 464 სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება მეტყველებს, რომ საქართველოში არანაირი ნიშანიც კი არ არის სანქციების გვერდის ავლის-გია ვოლსკი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არანაირი ნიშანიც არ არის, რომ სანქციების გვერდის ავლით რამე ხდება, რაზეც სამწუხაროდ, საუბრობს ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, გლობალური სისტემის კონტროლი არც საქართველოში და არც სხვა ქვეყანაში არ დაუშვებს, რომ კეთდებოდეს ისეთი რამ, რომელიც რუსეთს გამოადგება თავისი საომარი მოქმედებების წარმართვაში.

„არსებობს ენერგეტიკული პრობლემა, რაც არ მოხსნილა და ევროკავშირს გაცილებით დიდი რესურსი აქვს მობილიზებული, რათა ისედაც დამძიმებული ენერგო პრობლემები გადალახოს და რუსეთთან ვაჭრობის მოცულობაც არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ამ საკითხებზეა საუბარი, ნუ ვკონცენტრირდებით მხოლოდ საქართველოზე, რადგან მსოფლიოში მიდის მძიმე პროცესები და მოხსენება ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა