რუსეთის სპეცსამსახურებმა და ერთმორწმუნე რუსეთის სპატრიარქომ, არც მეტი - არც ნაკლები, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ადგილმონაცვლე შეარჩიეს. დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იმ ბაკქანალიაში, რომელიც ქვეყანაში და გნებავთ საპატრიარქოში სუფევს, ისევ და ისევ რუსეთი სარგებლობს. სამწუხაროდ, ყველაფერი, იმაზე მეტყველებს, რომ ამ თამაშში ან პირდაპირ არის ჩართული საქართველოს ხელისუფლება, ან მორიგჯერ ასრულებს სასარგებლო იდიოტის როლს.
საპატრიარქოში დატრიალებულმა ბოლო მოვლენებმა, არა მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტი შელახა, არამედ ღვთისმსახურთა მნიშვნელოვანი ნაწილის დისკრედიტაციაც გამოიწვია.
იმას რაც საპატრიარქოში ხდება თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ მართვადი ქაოსი, იმ შედეგის მიხედვით, რაც “ქრონიკა+”-ისთვის გახდა ცნობილი. რუსეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის ეკლესიასთან და კერძოდ პატრიარქ კირილთან უკვე შეათანხმეს საკითხი საქართველოს პატრიარქის “მემკვიდრის” შესახებ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის პროვოცირებით, რუსეთის სპეცსამსახურებმა და საქართველოს საპტარიარქოში მისმა უშუალო და გავლენის აგენტებმა, საქართველოს ხელისუფლების უგუნური თანადგომით, შესძლეს ყველა, მეტ-ნაკლებად გავლენიანი პერსონისთვის ჩრდილის მიყენება და პატრიარქობისკენ მიმავალი გზა დაუკეტეს.
გასაგებია, რომ იმ პირობებში, როდესაც კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ჯერაც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმყრობელი, შესაძლოა, ვინმემ მკრეხელობადაც კი ჩათვალოს მის მონაცვლეზე საუბარი, მაგრამ ასე მხოლოდ გულუბრყვილოებს შეუძლიათ ფიქრი.
“დავაკვირდეთ რა მოხდა მამალაძის საქმესთან დაკავშირებით - ფაქტობრივად, დისკრეტირებული აღმოჩნდა მეუფე დიმიტრი, სინოდს და საპატრიარქოს ადმინისტრაციას დაუპირისპირდა მეუფე პეტრე, მართალია ავანსცენაზე არ გამოჩენილა, მაგრამ ეკლესიის წიაღში ყველამ იცის, რომ მოხდა მეუფე დანიელის განეიტრალებას. პროცესმა საკმაოდ დააზარალა მეუფე გერასიმეც და ჩრდილი მიადგა არა ერთ მღვდელმთავარს”, - აცხადებს “ქრონიკა+”-სთან საუბარში საქართველოს ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქი, რომელსაც ამ ეტაპზე არ სურს საკუთარი თავის გამჟღავნება, რათა “შევძლო ეკლესიის მტრებისა და მათი თანამძრახველების სრული გამოვლენა და იდენტიფიცირება”.
თითქოს, იმ პერსონას, რომელიც ალბათ ე.წ. “ციანიდის საქმეში” რეალურად წარმოადგენდა დეკანოზ მამალაძის ვიზავს და სავარაუდოდ, რომელმაც მოახდინა მთელი ამ უგუნურების პროვოცირება - მეუფე იაკობიც მნიშვნელოვნად დაზარალდა და უფრო მეტიც - მორალურად წაგებულიც კი აღმოჩნდა. ეს, იმის მიუხედავად, რომ დეკანოზი ცხრა წლით გამოკეტეს ციხეში და მეუფეს საპატრიარქოს ქონების განკარგვის უფლება დაუბრუნეს. რამდენიც არ უნდა იწვალოს, აწი შორენაც ვერ იქნება ის გავლენა და ავტორიტეტი რაც აქამადე ჰქონდა, თუმცა მას პრეტენზია პატრიარქობაზე გასაგებია ვერც ვერასოდეს ექნებოდა.
ცივი გონებით დალაგებული ეს ვითარება, თითოეული მეუფის მომხრეებისა თუ მოწინააღმდეგეების ბანაკად სამღვდელოების დანაწვერება და შიდა დაპირისპირება, ცხადია არც ერთ ჭკუათმყოფელ პერსონას არ აძლევდა ხელს. რბლიად რომ ითქვას, მეუფე იაკობის უკიდეგანო ამბიციები იქნა გამოყენებული დიდი განხეთქილებისთვის, როგორც ეს ბოლო დროს გამოქვეყნებული მასალებიდანაც იკვეთება და არანაირი ციანიდი, როგორც ეს ოფიციალურ ვერსიებში გამოაჩინეს, ბუნებაში არ არსებობდა. ასეთ საქმეებში, რაოდენ გულმხურვალედაც არ უნდა იყოს ჩართული ესა თუ ის პერსონა, რატომღაც ყველას სჯერა, რომ ის მართალია, რომ მას ვერავინ გააცურებდა და ისიც, რომ მის პატიოსნებაში ეჭვის შეტანა უსინდისობაა. ამ ლოგიკას ნამდვილად უნდა დავეთანხხმოთ, რადგან ასეთი სახის სპეცოპერაციებსა და მით უფრო “სამეფო კარის” გადატრიალებებში მონაწილე პერსონების უმეტესობა ხშირად ვერც კი ათვითცნობიერებს, რომ ის უბრალო ინსტრუმენტია - ჭანჭიკია მავანთა ხელში. და რაც უფრო დიდია პროცესებში ჩართული პერსონის რანგი, მით უფრო შეუვალია მისი ლოგიკა კეთილსინდისიერებისა და სწორად მოქმედების კონტექსტში და ამაშია სპესამსახურების წარმატებულობა და “ჭანჭიკების” უბედურება.
მოვლენებში ჩართული რომელიმე მონაწილეს - საქრთველოს ხელისუფლებას და უშუალოს პრემიერ-მინისტრს, ან იუსტიციის მინისტრს, ან პროკურატურას მინიმალური პოლიტიკური ალღო რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ, რომ არც ამ საქმის “შეკერვაში” უნდა მიეღოთ მონაწილეობა და ასე კი არ უნდა გადარჩინათ “ქვეყანა განსაცდელისგან” არამედ რეალურად შეეფასებინათ მოვლენები და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არ დაეყენებინათ იმ საფრთხის წინაშე, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს მომავალი პატრიარქის შერჩევა ჰქვია, შესაბამისი გამოსუწორებელი შედეგებით.
რა თქმა უნდა, ცივი გონებით მსჯელობისას, ისიც უნდა გათვალისწინებულიყო, ვის აძლევდა ხელს ეს არეულობა და ვის შეიძლება ენახა ამ ყველაფრიდან სარგებელი. სამწუხაროდ, ჩვენთან ხომ ასეთ ანალიზის არავინ აკეთებს და არც ჰიპოტეტური ვერისების მოდელირებაზე მუშაობენ. სხვა რომ არაფერი, ქვეყნის სპესამსახურები ქვეყანაში უკუდო კუდიანების ძებნით კი არ იქნებოდნენ დაკავებულნი, არამედ უკვე ეცოდინებოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა, რუსეთის პატრიარქის კირილის თანხმობით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ადგილმონაცვლედ მაღალყოვლადუსამღვდელოესი – შიო (მუჯირი) შეარჩიეს და ამჟამად ინტენსიურად მუშაობენ ქართველი სამღვდელოების, კერძოდ სინოდის იმ წევრებთან, რომლებიც რუსეთის სპესამსახურებისა და საპატრიარქოს წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.
ცნობები მეუფე შიოს შესახებ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი; ერისკაცობაში – ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი დაიბადა: 1969 წლის 1 თებერვალს, ქ. თბილისში. ბერად აღკვეცა 1993 წელს, დიაკვნად აკურთხეს 1995 წელს, მღვდლად ეკურთხა 1996 წელს, ეპისკოპოსად - 2003 წელს, მთავარეპისკოპოსობა ებოძა 2009 წელს, ხოლო მიტროპოლიტობა 2010 წელს.
ნიშანდობლივია, რომ მან 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. შემდეგ მოღვაწეობდა თბილისში და 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
ერთი შეხვედვით საკმაოდ ძუნწი ცნობები, თუმცა საქართველოს პრეზიდენტთან მისი მეგობრობის შესახებ ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მას ამ ურთიერთობების გამო არავინ შეარჩევდა საქართველოს მომავალ პატრიარქად.
“არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება მის ბიოგრაფიაში, რომელის შესახებაც ოფიციალურ წყარობეში თითქმის არაფერია ნათქვამი, თუმცა ცნობილია, რომ მეუფე საკმაოდ გაისარჯა დისერტაციაზე მუშაობისას და მას ამ მიზნით სპეციალურად რუსეთიდან მოვლენილი სასულიერო პირები ეხმარებოდნენ. ასევე ცნობილია, რომ ამ დისერტაციის დიდი ნაწილი თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიის შესახებ, მან მონასტერის ისტორიის მკვლევარის მიერ გამოსაცემად გამზადებული წიგნიდან მოიპარა. წიგნი, რომელიც ეპარქიას უნდა გამოეცა დღესაც მეუფის თაროებზე დევს ობმოდებული. ამ ფაქტის შესახებ მეუფეს საჯარო სივრცეში სხვისი ნაშრომის მიმთვისებელი და ქურდიც კი უწოდეს”, - აცხადებს იერარქი ჩვენთან საუბარში.
მთავარი კითხვა კი მანც შემდეგნაირად ჟღერს: რატომ შიო და ვინ მოაგვარა რუსეთის პატრიარქის კარზე ეს საკითხი.
როგორც “ქრონიკა+”-ს იერქრქმა განუცხადა (თავისი ჭკუით ის უკვე “დაამუშავეს” შიოს მომხრეებმა), მეუფეს მოსკოვში კარგად იცნობენ და იგი რუსეთის პატრიარქის კარზე საკმაოდ მიღებულ პერსონად ითვლება - “თან ახალგაზრდაა, რაც პატრიარქად ყოფნის ხანგრძლოვობას და მის ილია მეორესტან ერთგვარ იდენტიფიცირებას შეუწყობს ხელს, ანუ ხალხს “ადვილად შეუყვარდება”.
“საპატრიარქოს ცალკეულ წრეებში მეუფის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებზეც საუბრობენ. ჩემს დასამუშავებლად მოსულ პერსონას მე დავუსვი კითხვა: - რამდენად უტყუარია ინფორმაცია მისი მხარდაჭერის შესახებ და ვინ არის გარანტი? პასუხად მივიღე: - ლევან ვასაძე”, - ამბობს “ქრონიკა +”-სთან საუბარში საპატრიარქოს იერარქი, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიერ ამ ინფორმაციის საჯაროდ გაცხადებამ შესაძლოა, “გამოაღვიძოს ქართული სამღვდელოება და გამოაფხიზლოს საქართველოს ხელისუფლება, თუ ისინიც არ არიან ამ პროცესებში ჩართულნი”.
ასევე, ცნობილია ფაქტი იმის შესახებ, რომ რაიდნი ლევან ვასაძე მეუფე შიოს უახლეოსი მეგობარია. სწორედ, მათი ერთობლივი ბიზნეს- საგანმანათლებლო პროექტია სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებაში “ვასაძის სკოლის” სახელით არის ცნობილი.
“ვასაძეს და მეუფეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც არა ერთი საერთო ბიზნესინტერესი აქვთ”, - ამბობს საპატრიარქოს იერქრქი.
როგორც ცნობილია ლევან ვასაძე ბოლო პერიოდში იშვიათად, ფაქტობრივად არ ჩნდება საქართველოში და მით უფრო საჯარო სივრცეებში. იგი ერიდება ტელეეკრანებს და რაც მთავარია, “რაინდს” ამ დრომდე არც ერთი კომენტარიც არ გაუკეთებია ე.წ. “ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით. მაშინ როდესაც, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მისი ჰიპერაქტიურობა თუნდაც 17 მაისის მოვლენების დროს (რომელის ორგანიზატორადაც სწორედ ვასაძეს ასახელებს არაერთი საქმეში ჩახედული პერსონა). ვასაძე არც სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტოვობების დროს მორიდებია საკუთარი აზრის გამოთქმას და ერის დამოძღვრას. ერთი პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც კი გამხდარიყო და საპატრიარქოსთან დაახლოებული პირები აცხადებედნენ, რომ მან არა ერთხელ მიმართა შუამდგომლობისთვის ილია მეორეს, მაგრამ მას შემდეგ რაც მისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო, იგი განერიდა საპატრიარქოს და რუსეთში წავიდა, სადაც ალექსანდრ დიუგინთან ერთად არაერთხელ ნახეს საჯარი სივრცეებში. ვასაძემ სწორედ რომ დუგინის იდეოლოგიურ გავლენებზე დაყრდნობით, არაერთ საჯარო გამოსვლაში და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, წაიკითხა ლექციები. ამ გამოსავლებისას ვასაძის ტექსტები უნისონში მოდიოდა დუგინის ფრაზასთან: “საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში რუსეთს ცოტა ნამდვილი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ამასთან, ეს მოკავშირე ჰყავს, თუმცა არა პოლიტიკური წრიდან. ეს თვითონ ქართველი ხალხია თავისი ღრმა იდენტობით და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია”. ცნობილია ალექსანდრ დუგინისა და რუსეთის პატრიარქის კირილის ახლო ურთიერთობების შესახებ.
კონფიდენციალობის მყარი გარანტიით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღლი სასულიერო იერარქი “ქრონიკა+”, მოუყვა ზემოთაღნიშნულის შესახებ და დასძინა, რომ შორენა თეთრუაშვილი ე.წ. “ციანიდის საქმეში” და მთელ ამ პროცესში, სწორედ რომ ვასაძისგან მიღებულ დავალებებს ასრულებდა.
“შორენამ საკმაოდ კარგად იმანიპულირა არა ერთი იერარქით. დაანგრია ნდობა და უერთიერთპატივისცემა საპატრიარქოს შიგნით და ღვთისმსახურებს შორის. ამჟამად საპატრიარქოში ერთმანეთისადმი უნდობლობის ხარისხი არნახულ მაშტაბებს აღწევს. ფაქტობრივად, არავინ საუბრობს არც “ციანიდის საქმეზე” და უწყინარი გადაწყვეტილებების მიღებაც კი ძალიან გართულებულია”, - ამბობს “ქრონიკა+”-ის თანამოსაუბრე.
რა სარგებელს ნახავს ვასაძე და კერძოს რუსეთი, შიოს პატრიარქად აღზევებით რთული გასათველელი არ არის. მით უფრო, რომ მისი ასაკი, იდეოლოგიური კავშირები რუსეთთან ცალსახად ცხადყოფს, ასეთ შემთხვევაში საქართველოში რუსეთის გავლენა არა თუ შესუსტდება, მნიშვნელოვნად გაიზრდება თავის ნეგატიური შედეგებით.
და ბოლოს, ჩვენ შევეცადეთ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მკითხველისათვის მხოლოდ რეალობა დაგვენახებინა, და ეს რეალობა აუცილებლად უნდა დაინახოს საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს საპტარიაქოში არსებულმა პროგრესულმა ძალებმა და რა თქმა უნდა, ქართულმა საზოგადოებამ.
ცხადი ხდება, რომ ამ მართვადი ქოსის შექმნით, რომელშიც არა თუ სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ საპატრიარქო და ლამის ყველა მოქალაქე აღმოჩნდა ჩათრეული, სხვა - მტერი სარგებლობს. და ამ ფაქტს სჭირდება სწორი პოლიტიკური, გნებავთ შორსმჭვრეტერული ანალიზი, რათა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს საპატრიარქომ, ქართულმა ეკლესიამ და ქართველმა ხალხმა, მთლიანად ქართულმა სახელმწიფომ მტერს ნიღაბი ჩამოხსნას, არ წამოეგოს მის ანკესზე და მიიღოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეს სჭირდება იმ ადამიანებსაც, რომლებიც უკვე წამოაგეს ანკესს და რომელთა მეშვეობითაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დაუმსახურებლად და უსამართლოდ არის გამომწყვდეული სატუსაღოში. ეს სჭირდება ქართულ მართლმსაჯულებას და ეს სჭირდება თითოეულ მართლმადიდებელს.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მან სწორად უნდა გაიაზროს შეცდომები და ახალი შეცდომების გარეშე, მეტ-ნაკლებად ღირსეულად გამოვიდეს და გამოიყვანოს ქვეყანა, ამ ვითარებიდან. სხვა შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ ის, არა თუ სასარგებლო იდიოტის როლში აღმოჩნდა, არამედ, რუსეთის ნების შემსრულებელია ეკლესიის დისკრედიტაციისა და მისი ნგრევის საქმეშიც.
ცუდი ამბებია საპატრიარქოში და სრულიად საქართველოში ამას ყველანი თვალნათლივ ვხედავთ - მოსკოვში პატრიარქის ადგილმონაცვლე შეგვირჩიეს.
სხვა დეტალებს, ვინ ვისი მოთხოვნით ხდება პატრიარქის ადგილმონაცვლე მეუფე შიო შემდეგ ნომრებში მოგიყვებით.
გოჩა მირცხულავა
საარქვივო მასალა. გამოქვეყნებულია გაზეთში ქრონიკა +
2017 წლის, ოქტომბერი
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ