ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს-ლევან დავითაშვილი

ნახვები: 531 საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს-ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. მისივე თქმით, საქართველო სანქციებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით იცავს და ამ კუთხით არც ერთი შენიშვნა არ მიუღია.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ხაბეიშვილი საქართველოში რუსეთიდან სანქცირებული ნავთობის შემოტანაზე საუბრობს და „ვისოლ ჯგუფს“, „ლუკოილს“, „არაგვი იმპექსს“ ადანაშაულებს და კომპანიებისგან რეაგირებას მოითხოვს.

როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დასახელებული კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი სანქცირებული არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განვმარტოთ და მინდა, სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ამ კუთხით საქართველოს მიმართ არც ერთი შენიშვნა არ არსებობს. კონკრეტულად ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული, ასეთივე ნავთობს ყიდულობს საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოშიც კერძო კომერციული კომპანიების მხრიდან გადაწყვეტილებები მიიღება ზუსტად იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჟო სტრუქტურებს ჰქონდა სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული მუშაობა. ყველა სახელმწიფო უწყება, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელი იყო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად ჩართული პროცესში, როდესაც ხდებოდა სანქციების კონკრეტული აღსრულების მექანიზმების განმარტებები. გადაწყვეტილებები, მათ შორის ნავთობთან ან ნავთობპროდუქტებთან მიმართებით შეთანხმებულია, შეჯერებულია და გავლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასე რომ, შეგვიძლია, ეს საკითხი დავხუროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა