„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?
მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის

ვერ ვხვდები, ჩემი ლეპტოპი რატომ მიაქვთ- სუს-მა სოსო გოგაშვილის შვილის, ნინო გოგაშვილის ბინა გაჩხრიკა

ნახვები: 465 ვერ ვხვდები, ჩემი ლეპტოპი რატომ მიაქვთ- სუს-მა სოსო გოგაშვილის შვილის, ნინო გოგაშვილის ბინა გაჩხრიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, პოლიციამ გონიოში მდებარე ბინა გაჩხრიკა, რომელიც მისი მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის საკუთრებაშია.

ჩხრეკისას დროს ბინაში დაკავებულის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. ფაქტის ამსახველი კადრები ნინო გოგაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. 

სუს-ის წარმომადგენელმა, რომელიც ჩხრეკას ატარებდა, განმარტა, რომ უნდა ამოეღოთ ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა კომპიუტერი, ნოუთბუქი, მეხსიერების ბარათი და სხვა. 

მან ჩხრეკის დაწყებამდე გოგაშვილის შვილს ჰკითხა, იყო თუ არა ბინაში რაიმე ასეთი მოწყობილობა, რომელიც მის მამას ეკუთვნოდა, რაზეც ნინო გოგაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი ნივთები ბინაში არ იყო. 

ჩხრეკის დასრულების შემდეგ, პოლიციამ Wi-Fi როუტერი და ნინო გოგაშვილის პირადი ნოუთბუქი წაიღო. 

"ვერ ვხვდები, ჩემი ლეპტოპი რატომ მიაქვთ. არ ვცხოვრობ ჩემი ოჯახის წევრებთან, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, სრულწლოვანი, ცალკე ვცხოვრობ", - ამბობს ვიდეოში ნინო გოგაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა