ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით
War update: 244 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump ready to back Russia sanctions championed by Senator Graham – CNN
Russian oil refining falls to 21-year low after Ukrainian drone strikes – Bloomberg
Russian air defense units in Crimea facing severe fuel shortages – Atesh
Ukraine receives new F-16 mobile simulators
Zelensky: Ukraine needs 300 Patriot missiles to defend this winter

ტრამპი: საბოლოოდ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს აშშ დაამყარებს

14.07.2026 ნახვები: 200

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საბოლოოდ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ძალიან სწრაფად“ ვითარდება.

„მათზე თავდასხმას ვახორციელებთ და ვანადგურებთ ყველაფერს, რაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ მათ შესაძლებლობებს ეხება. ვფიქრობ, საბოლოოდ, მთელი სრუტე ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცევა,“ - განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი სწრაფად ვითარდება.

„ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ჩვენ მათი სამხედრო ძალები გავანადგურეთ,“ - განაცხადა ტრამპმა.

მისი შეფასებით, ირანის წინააღმდეგ განახლებული საჰაერო იერიშების კამპანია „სამხედრო შეტაკებაა“ და არა კონფლიქტის ახალი, ხანგრძლივი ეტაპის დასაწყისი. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო ოპერაცია.

„უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. მათი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვნად შევამცირეთ, მაგრამ ისინი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში იბრძოლებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბოლოოდ ირანთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს, თუმცა ახლო მომავალში ამის მოლოდინი მცირე აქვს.

„შეთანხმებისთვის საჭიროა ისეთი ადამიანები, რომლებსაც მისი მიღწევა სურთ. ორი დღის წინ მათთან შეთანხმება გვქონდა, მაგრამ შემდეგ თქვეს: „არა, ამ შეთანხმებას ვერ დავდებთ. მოლაპარაკებები კიდევ უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა