ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით
War update: 244 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump ready to back Russia sanctions championed by Senator Graham – CNN
Russian oil refining falls to 21-year low after Ukrainian drone strikes – Bloomberg
Russian air defense units in Crimea facing severe fuel shortages – Atesh
Ukraine receives new F-16 mobile simulators
Zelensky: Ukraine needs 300 Patriot missiles to defend this winter

ზელენსკი: „მსურველთა კოალიციის“ შემდეგი შეხვედრა უკრაინაში გაიმართება

14.07.2026 ნახვები: 209

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „მსურველთა კოალიციის“ შემდეგი შეხვედრა უკრაინაში გაიმართება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ 13 ივლისის შეხვედრას 40 მონაწილე, მათ შორის მოლდოვა, შეუერთდა. მისი თქმით, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის ზამთრისთვის მომზადების საკითხიც განიხილეს.

„შევთანხმდით, რომ „მსურველთა კოალიციის“ შემდეგი შეხვედრა უკრაინაში გაიმართება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, პარიზში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ათი ევროპული ქვეყნის – უკრაინის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები „ანტიბალისტიკური კოალიციის“ შექმნაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა