კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
30.06.2026
ნახვები: 218
თბილისის მერის, კახა კალაძე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე შესაძლო დასწრებაში „ცუდი არაფერია“.
ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდება თუ არა მიხეილ ყაველაშვილის თეირანში გამგზავრებას, კალაძემ განაცხადა, რომ ამას არ გამორიცხავს.
„არ გამოვრიცხავ. რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები. თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს.
„რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, მზად ვართ იმისთვის, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ის, რაც წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის თავიანთი ცრუ განცხადებებით, არასამართლიანი გადაწყვეტილებებითა და დამოკიდებულებით. ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს ძალა, ეს უსამართლო დამოკიდებულება, რაც ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით იყო, მარტივად გამოასწოროს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, უცხოური მედიის ინფორმაციით, 9 ივლისს თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად საქართველოს წარმომადგენლობაც არის მიწვეული.