ნიკა სიმონიშვილი: პაატა ბურჭულაძეს კიდევ 51 ჯარიმა ჩაბარდა, ჯამური თანხა 710 000 ლარს აღწევს
30.06.2026
ნახვები: 223
იურისტის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მომღერალსა და საზოგადო მოღვაწეს, პაატა ბურჭულაძე კიდევ 51 ადმინისტრაციული ჯარიმა ჩაბარდა, რომელთა საერთო ოდენობა 255 000 ლარს შეადგენს.
სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ გზის გადაკეტვის ფაქტზე საერთო ჯამში უკვე 142 ჯარიმაა შედგენილი, რომელთა საერთო თანხა 710 000 ლარია.
„პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000-ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე, 255 000 ლარის ჯამში. ეს ჯარიმები 2-დან 10 ოქტომბრამდე პერიოდშია შედგენილი და პაატას დაკავების შემდეგ კომუნიკაციის შეზღუდვის გამო, ამ დრომდე ვერ ვახერხებდით მათ ჩაბარებას“, – წერს ნიკა სიმონიშვილი.
მისი ინფორმაციით, მანამდე ბურჭულაძისთვის საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი 90 ჯარიმა და სასამართლოს ერთი დადგენილება უკვე იყო ჩაბარებული.
„გზის გადაკეტვაზე სულ 142 ჯარიმაა მის წინააღმდეგ შედგენილი, 710 000 ლარის ოდენობით ჯამში. ყველა მათგანი გასაჩივრებულია, თვითონ პაატა კი მხნედ გრძნობს კვლავაც თავს და არც ეს ჯარიმები აშინებს“, – აღნიშნავს ნიკა სიმონიშვილი.