ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
ნიკა სიმონიშვილი: პაატა ბურჭულაძეს კიდევ 51 ჯარიმა ჩაბარდა, ჯამური თანხა 710 000 ლარს აღწევს
ზვიად მაისაშვილი: შეუძლებელია ვიცოდე, რეალურად ეს ადამიანები არიან თუ არა, რადგან მათი სახეები არ მინახავს
გურამ როგავა: ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი ვიდეოში ასახულ პირს არ ჰგავს
ზურა ჯაფარიძე: პოლიციელები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის აღებისკენ ჟესტებით მოვუწოდებდით, თუმცა ჩვენი ხმა არ ესმოდათ

გურამ როგავა: ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი ვიდეოში ასახულ პირს არ ჰგავს

30.06.2026 ნახვები: 216

 

ჟურნალისტის, გურამ როგავას განცხადებით, მის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი არ შეესაბამება იმ პირის ფიზიკურ აღწერილობას, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ჩანს.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე როგავამ განაცხადა, რომ ბრალდებულს პირველად ნახავს და მისი ვიზუალური იდენტიფიცირება სურს.

„უნდა ვნახო ის სპეცრაზმელი, რომელიც ჩემს საქმეზეა დაკავებული, მაგრამ მისი ფიზიკური აღწერილობა არ ემთხვევა იმ მონაცემებს, რაც ვიდეოში ჩანს. ამიტომ მინდა, პირადად ვნახო და ვიზუალური კონტაქტი დავამყარო“, – განაცხადა გურამ როგავამ.

მისი თქმით, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირი, რომლის შესახებაც პროკურატურას ინფორმაცია თავადაც მიაწოდეს, დღემდე გამოკითხული არ არის.

„ფორმულას“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირი არ გამოუკითხავთ. მე და ელისო ჯარიაშვილმა პროკურატურას მივაწოდეთ მისი სახელი, გვარი, მისამართი და ისიც, თუ რომელ ქვედანაყოფში მსახურობდა, თუმცა თვე-ნახევარზე მეტი გავიდა და ეს პირი არც დაუბარებიათ. ეს მიჩენს კითხვებს, რომ ამ საქმის უკან რაღაც დიდი ხდება და ვიღაცამ თავის თავზე აიღო ის, რაც არ ჩაუდენია“, – განაცხადა როგავამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მოქმედი თანამშრომელი დააკავა. ხუთივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ხოლო გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით ხელის შეშლის ბრალდებაც აქვს წარდგენილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა