ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
ნიკა სიმონიშვილი: პაატა ბურჭულაძეს კიდევ 51 ჯარიმა ჩაბარდა, ჯამური თანხა 710 000 ლარს აღწევს
ზვიად მაისაშვილი: შეუძლებელია ვიცოდე, რეალურად ეს ადამიანები არიან თუ არა, რადგან მათი სახეები არ მინახავს
გურამ როგავა: ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი ვიდეოში ასახულ პირს არ ჰგავს
ზურა ჯაფარიძე: პოლიციელები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის აღებისკენ ჟესტებით მოვუწოდებდით, თუმცა ჩვენი ხმა არ ესმოდათ

ზვიად მაისაშვილი: შეუძლებელია ვიცოდე, რეალურად ეს ადამიანები არიან თუ არა, რადგან მათი სახეები არ მინახავს

30.06.2026 ნახვები: 220

 

2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაზარალებული მომიტინგის, ზვიად მაისაშვილის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ორზე მეტი პირი მონაწილეობდა და მას არ შეუძლია დაადასტუროს, რომ სასამართლოში ბრალდებულები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც სცემეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომამდე მაისაშვილმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს თავდამსხმელების სახეები არ უნახავს.

„ძირს ვეგდე, სახეზე ხელები მქონდა აფარებული, ვეხვეწებოდი, ნუ მირტყამთ-მეთქი, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ ჩემს ცემას. მათი სახეები არ მინახავს, ამიტომ შეუძლებელია ვიცოდე, რეალურად ესენი არიან თუ არა“, – განაცხადა ზვიად მაისაშვილმა.

მისივე თქმით, ძალადობაში მხოლოდ ორი პირი არ მონაწილეობდა.

„მხოლოდ ორი ადამიანი არ მონაწილეობდა. ვიდრე კადრების გადაღება დაიწყებოდა, ერთმა ადამიანმა ძირს დამაგდო, შემდეგ კი ყველა მხრიდან მირტყამდნენ. ორი ადამიანი მხოლოდ იმ მომენტში ჩანს, როდესაც უკვე ძირს ვგდივარ, ნაცემი და თითქმის გათიშული ვარ“, – აღნიშნა მაისაშვილმა.

დაზარალებულის განცხადებით, კითხვებს აჩენს ისიც, რომ ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდა, თითქოს თავდამსხმელების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულები დააკავა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამი თანამშრომლის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ხოლო ერთ-ერთ ბრალდებულს დამატებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით ხელის შეშლის ბრალდებაც აქვს წარდგენილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა