მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
ნიკა სიმონიშვილი: პაატა ბურჭულაძეს კიდევ 51 ჯარიმა ჩაბარდა, ჯამური თანხა 710 000 ლარს აღწევს
ზვიად მაისაშვილი: შეუძლებელია ვიცოდე, რეალურად ეს ადამიანები არიან თუ არა, რადგან მათი სახეები არ მინახავს
გურამ როგავა: ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი ვიდეოში ასახულ პირს არ ჰგავს
ზურა ჯაფარიძე: პოლიციელები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის აღებისკენ ჟესტებით მოვუწოდებდით, თუმცა ჩვენი ხმა არ ესმოდათ
გოჩა მირცხულავა: საფრანგეთის ხელისუფლება დაფიქრდეს, მათი მოქალაქე ივანიშვილი საქართველოში რას ჩადის

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის თავდასხმებზე ისეთ პასუხს გასცემს, რომელიც მის საომარ შესაძლებლობებს შეასუსტებს

30.06.2026 ნახვები: 155

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, უკრაინა რუსეთის თავდასხმებზე რეაგირებას გააგრძელებს ისე, რომ მაქსიმალურად შეასუსტოს რუსეთის შესაძლებლობა, ომი გააგრძელოს.

ზელენსკიმ განცხადება ზაპოროჟიეს, დნეპრის, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკისა და სუმის ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, ზაპოროჟიეში რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით სამოქალაქო ობიექტებსა და ტრანსპორტზე მიიტანეს იერიში, ხოლო დნიპროზე განხორციელებულ თავდასხმას „სასტიკი და სრულიად უაზრო“ უწოდა.

„რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ ომს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სამართლიანად ვუპასუხებთ რუსეთის ყველა თავდასხმას და ამას გავაკეთებთ ისე, რომ პირველ რიგში დაზარალდეს რუსული სახელმწიფო სისტემა და რუსეთის უნარი გააჭიანუროს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთში საწვავის დეფიციტი, სხვა ფაქტორებთან ერთად, უკრაინის მიერ განხორციელებული შორი მანძილის საჰაერო დარტყმების შედეგიც არის.

„ჩვენ ვაბრუნებთ ომის რეალობას რუსეთში და მაქსიმალურად ვართულებთ ჩვენი მიწის ოკუპაციის გაგრძელებას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა